„თქვენმა გვერდში დგომამ და თითოეულმა სიტყვამ მოგვცა ძალა კიდევ იმისა, რომ ამ ტრაგედიის დროს არ დავეცეთ და გავძლიერდეთ“ - თამაზ ლოხიშვილი
უკრაინაში რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ოკუპანტების შეტევას ლევან ლოხიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპული ჯარისკაცი ცნობილი ინფლუენსერის თამაზ ლოხიშვილის ძმა იყო. საზოგადოებისთვის საყვარელი თამაზა, ძმის დაღუპვის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ კომენტარს აკეთებს და საქართველოს მთავრობას და მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის:
„ეს დღეები, როგორც ჩემთვის ასევე ჩემი ოჯახისთვის უმძიმესია და დასასრული არ უჩანს, რადგანაც არასოდეს განელდება ეს ტკივილი.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის და ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის, თქვენმა გვერდში დგომამ და თითოეულმა სიტყვამ მოგვცა ძალა კიდევ იმისა, რომ ამ ტრაგედიის დროს არ დავეცეთ და გავძლიერდეთ.
მადლობა მინდა ვუთხრა უკრაინის მთავრობას ჩემი ძმის უმოკლეს დროში გადმოსვენებისთვის, საპატიო გამოცილებისთვის და რაც მთავარია მისი გმირად აღიარებისთვის, გმირის წოდებისთვის.
მადლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ლევანის უკანასკნელ გზაზე საპატიო გაცილებისთვის
და ბოლოს... ლევანი უკრაინაში, იმ სულისკვეთებით წავიდა, როგორც საკუთარი სამშობლოს დაცვის დროს, უკრაინა არ არის ჩვენთვის უცხო ქვეყანა, ჩვენი დიდი ბებია უკრაინელი გახლდათ.
ვინც როგორ არ უნდა თქვას, ის გმირია! მისმა ქმედებამ შემართებულმა ბრძოლამ და სულისკვეთებამ გამოაჩინა და ეს წოდება მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
არც ერთ პოლიტიკურ პარტიებთან და მედია საშუალებებთან არ ვთანამშრომლობთ მე და ჩემი ოჯახი და გთხოვთ, გვცეთ პატივი ამ მძიმე წუთებში, თავი შეიკავეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან კომუნიკაციისგან.
მსოფლიოს ვუსურვებ მშვიდობას ხოლო უკრაინას ჩემი ძმის ოცნების ახდენას“, - წერს თამაზ ლოხიშვილი.
1795172108
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ფრაზა „ბრძოლა ბოლომდე“ შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, მაგრამ ამ სიტყვებს როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, ეს უკვე ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოწოდებები „ბრძოლა ბოლომდე“ და „მშვიდობიანი დამხობა“ იმ კონტექსტში, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდა, კონსტიტუციური წყ...
1795170141
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტკივილი და დანაკარგია
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ფონიჭალაში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდა...
1795169282
ახალი ამბებიგერმანიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ
საქართველოში გერმანიის საელჩო თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და შემთხვევის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევი...
1795168515
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელიც ფონიჭალაში ტრაგედიამ გამოიწვია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატავად, რო...
1795167978
ახალი ამბებიკახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვები კლინიკაში მოინახულა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთ...































