"წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში, ვიყოთ ბევრნი და მოვუსმინოთ და მსურველებს მოვასმენინოთ ლევან ბერძენიშვილის ლექცია" - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ყვარელში, ლევან ბერძენიშვილის ლექსიის ჩაშლას ეხმაურება და მსურველებს სთავაზობს დაორგანიზდნენ, ჩავიდნენ ადგილზე და მსურველებს ბერძენიშვილის მოსმენის საშუალება მისცენ. ბერძენიშვილის თქმით, "ალტ ინფოს" წარმომადგენელმა თავად უთხრა, რომ ლექცია მათმა მხარდამჭერებმა ჩაშალეს.

ხოშტარიას თქმით, რეჟიმი "ტყუილის გალავანის" აშენებას ცდილობს და ტყუილია, რომ ყვარელმა არ მიიღო ლევან ბერძენიშვილი, რომ ისტორიაზე არ შეიძლება მსჯელობა ან ვინმე ამ მსჯელობისგან ბრაზდება და გიჟდება და გამორბის სახლიდან, რომ ისეთი ველურები ვართ, არ შეგვიძლია ძალადობის გარეშე საკითხების გადაჭრა.

"სიმართლე არის ის იარაღი, რომელიც ამ კედელს არ ააშენებინებს. ამას კონკრეტული გამოვლინება აქვს, სიმართლე არ არის აბსტრაქტული, ფაქტია. ამიტომ რეჟიმთან ბრძოლაში, ტყუილის არდაჯერება, არ მიღება, არ მონაწილეობა, "არდაკიდება", უკვე იარაღია. თან ყოველ ჯერზე, რადგან ყოველ ჯერზე, როცა არ ვამბობთ სიმართლეს ის კედელი იზრდება და მერე ერთიანად დანგრევა ბევრად უფრო რთული იქნება.

ამ კონკრეტული ტყუილის შემთხვევაში, მე გთავაზობთ დავორგანიზდეთ და წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში, ვიყოთ ბევრნი და მოვუსმინოთ და მსურველებს მოვასმენინოთ ლევან ბერძენიშვილის ლექცია. მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ ტყუილის კიდევ ერთი აგური ვერ დაარჭონ ამ გალავანს. ვეკამათოთ ბატონ ლევანს თუ ასეთი სურვილი გვაქვს, მაგრამ არ გავატაროთ ეს ტყუილი და არ მივიღოთ ამ სახით მომაწილეობა ჩვენი მომავლის ნგრევაში", - წერს ელენე ხოშტარია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵გელათის მონასტრის წინამძღვარს კელიაში ხანძარი გაუჩნდა - მამა იოსები რეანიმაციაშია მოთავსებული

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792686144

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინი...

მაკა ბოჭორიშვილი

1792682204

ახალი ამბები

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო. 22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პ...

 Royal Jordanian

1792680779

ახალი ამბები

სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება...

სუსისსუსის

1792679739

მსოფლიო

გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრანდენბურგის მიწაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის...

გერმანიაში დაკავება

1792679007

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე „ლელოს“: თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი

„ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ...

არჩილ გორდულაძე