"თუ საჭიროა: დედაც არაა ამათი ნათესავი" - ვიკა ბუკია "ოცნებაზე"
ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:
"ეს ქოცები ხომ აწვებიან ამ “თბილისი იყო ურთიერთობას”. არადა გაგყიდიან თხასავით ერთ დაძახილზე.
რანაირი ახლობლობა იციან, ან მეგობრობა.
ნეპოტიზმი იციან მარტო:) ისიც ბიძინამ თუ თქვა.
თუ საჭიროა: დედაც არაა ამათი ნათესავი.
კვირიკაშვილზე სასიყვარულო სტატუსებს წერდნენ და როგორც კი წავიდა მიწაში ჩადეს.
ისე შემრცხვა მაშინ ერთი დეპუტატის პირველი კომენტარი რომ ვნახე.
არ მახსოვს რომელი იყო ეგრევე რომ დანა გამოუსვა.
უხერხულობისგან რომ არ იცი სად წახვიდე.
საჯაროდ ისედაც უხერხულია ადამიანის ზღვარგადასული ქება და ამ ნაქებარ კაცს რა გამალანძღინებს, ღმერთო ჩემო.
მერე გახარიას რაც უქნეს საერთოდ რანაირი ამბავი იყო. უცხოეთში რომ სდიეს მის ექიმს, შარდს, კოკაინს. ვიღაც ქალიო. ბანერიო. ვაბშე ვინაა ეგ, ვის დაკარგვიაო.
ბავშვებს თვალები დათხარაო.
ან სალომე ზურაბიშვილს რა უქნეს?
სალომეს საყურეები ეკეთა ლამის ბანერებზე კობახიძეს და ისე აარჩევინეს ხალხს.
ქალს ჯერ გამარჯვებული არ ჰქონდა და სცენა აუწყვეს. მერე დაუშალეს და ისევ აუწყვეს.
ან ახლა ამ სოსო გოგაშვილზე ისე ლაპარაკობენ გეგონება არ ეფოფინებოდნენ თავად, თავის დროზე.
ჩვენი თვალით მაინც არ გვქონდეს ნანახი.
მარტო საქართველოში შეიძლება დეპუტატი ასე ელოლიავებოდეს სუს-ის უფროსის მოადგილეს.
აი, ასე დაიშლება ოცნება.
ერთმანეთს დაათათხვინებს ამათ ის კაცი, მას შემდეგ რაც თავმოყვარეობის შელახვამდე შეაქებინებს", - წერს ვიკა ბუკია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...
1793477939
საზოგადოებალევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...





























