"ვისაც ან საკვებით, ან ტანსაცმლით ან წიგნებით დახმარება შეგიძლიათ, დაგაკავშირებთ ამ ოჯახს" - ირმა ინაშვილი მარტოხელა დედის ისტორიას ავრცელებს, რომელსაც საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში მარტოხელა დედის შესახებ წერს, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ინაშვილის ფეისბუკპოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ახალგაზრდა დედაა, ორ შვილს უზრდის საქართველოს, 10 და 12 წლის ვაჟკაცებს.
მარტოხელა დედაა.
არც დამხმარე ჰყავს ვინმე და არც მეტ-ნაკლებად შეძლებული ნათესავი, რომ ხელი გაუმართოს.
ვიცნობ პირადად, წესიერი, მორწმუნე ადამიანია.
ამ უკიდეგანო გაჭირვების გამო, თბილისიდან ქუთაისში გადასახლდნენ, ნათესავმა შეიკედლა.
საკუთარი ბინა არა აქვთ.
ჩემს კოლეგას დათო ლიკლიკაძეს მიმართეს და დათო, რომელიც გულისხმიერებით გამოირჩევა, დაეხმარება, რომ დედამ მუშაობა დაიწყოს, მაგრამ ვიდრე სამსახურს დაიწყებს და ხელფასი ექნება, ამ ბავშვებს სჭირდებათ ყოველდღიური გზის ფული (სოფლიდან დადიან ქუთაისში, სკოლაში) საკვები, ტანსაცმელი.
ცხადია, მე წლებია შეძლებისდაგვარად ვეხმარები, მაგრამ ყველაფერს ვერ ვწვდები.
იქნებ მომწეროთ პირადში, ვისაც ან საკვებით, ან ტანსაცმლით ან წიგნებით დახმარება შეგიძლიათ და დაგაკავშირებთ ამ ოჯახს.
დიდი მადლობა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არაა ერთადერთი ოჯახი, რომელიც ამგვარ მდგომარეობაშია", - წერს ირმა ინაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































