„ყოველგვარი სამძიმარი ხელოვნურად მეჩვენება და არაკმარად. ამიტომაც ვწერ ასე გვიან და არამხოლოდ ამიტომ“ - გიორგი კეკელიძე
გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა რეგიონს მძიმე პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა წვიმამ – წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვია. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ქუჩები და გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე კი გადაადგილება შეზღუდულია. სტიქიას სმი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გიორგი კეკელიძე გურიაში განვითარებული მოვლენების შესახებ წერს:
“გურია ჩემთვის ის ადგილია, სადაც საკუთარი თავს შევხვდი პირველად - პირველ ტკივილს და სიხარულს ჩამოვართვი ხელი, პირველ სიყვარულს და სიძულვილს. გურიაზე როცა ვლაპარაკობ, საკუთარ თავზე ვყვები - შესაბამისად ყოველგვარი სამძიმარი ხელოვნურად მეჩვენება და არაკმარად. ამიტომაც ვწერ ასე გვიან და არამხოლოდ ამიტომ - თუ რამის ან ვინმეს ზიდვა არ შეუძლია სიტყვას, საკუთარი თავის პირველ რიგში.
ასე დაემთხვა, რომ მე და ლევან კოღუაშვილი ჩვენი ფილმისთვის საბოლოო დიალოგებს ვწერდით ამ სტიქიისას და ეს დიალოგები იოლად მკარნახობდა ყველა იმ წუთს და განცდას, რასაც ოთხმოცდაათიანების გურული სევდა და ღიმილი გულისხმობდა.
ჰოდა, მაშინდელი გადარჩენის ძალა, ვფიქრობ, ახლაც შემოგვრჩა და წამოვდგებით.ჩემი სამძიმარი გარდაცვლილების ოჯახებს და გვერდით დგომის სურვილი და განზრახვა - დაზარალებულებს - რასაც, ცხადია რომ, საჯაროს არასდროს გავხდი“. - წერს გიორგი კეკელიძე.
1794550707
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინური ენის ცოდნის გამოცდის (HSK) გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში გაიმართა. გივი მ...
1794549965
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს მტკიცებულებებს
„აბსოლუტურ უსუსურობაში იმყოფებიან, ვერაფერს უპირისპირებენ ჩვენს ფაქტებსა და მტკიცებულებებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, საკონსტიტუციო სარ...
1794548293
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება
„ქართული ოცნების“ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება. ვიზიტის ბოლო დღეს მმართველი პარტიის წევრებმა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში ერთ-ერთი ტექნოლოგიური გ...
1794547234
ახალი ამბებიანტალიაში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება
ანტალიაში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, დღეს, 13 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდება. მხარეებ...
1794546458
ახალი ამბებიგიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ყოველი მათი განმარტება ადასტურებს ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, მათი განცხადებები მათივე პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომა რამდენიმე საათში ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში დაიწყება. შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზი...






























