ჩაკვეტაძე Sky Sports-მა „ოქსფორდთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა

 „უოტფორდის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „ოქსფორდთან“ მოგებული (1:0) მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ასეთია ინგლისის ჩემპიონშიფის სატელევიზიო პარტნიორის, Sky Sports-ის შეფასება.

 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისურ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, „ოქსფორდთან“ ყველაზე მეტი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და აღიარება დაიმსახურა.

ქართველის თამაში „უოტფორდის“ მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმაც გამოარჩია და განაცხადა, რომ გიორგი შედეგიანობის მაჩვენებელს თუ გაზრდის, მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდება.

„ჩაკვეტაძე Sky Sports-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მეტოქის დაცვას საშინელება კიდევ ერთხელ მოუწყო. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთი, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, გიორგი კი მთავარი ფიგურა გახლდათ. ჩემთვის სასიხარულოა გიორგის მწვრთნელობა, როცა ის ენერგიითა სავსე. სტატისტიკას გოლები უნდა დაამატოს და მსოფლიო დონის ფეხბურთელი იქნება“, – აღნიშნა ტომ კლევერლიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი