დავით ბოლოთაშვილი: "იმედია მალე ახდება ჩემი ოცნება და საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ"
მიმდინარე საფეხბურთო სეზონში საბერძნეთის ისტორიულ გუნდში "პანიონისი" 18 წლის ქართველი ფორვარდი დავით ბოლოთაშვილი გამოჩნდა. Exclusivetv.ge საბერძნეთში დაუკავშირდა ახალგაზრდა ფეხბურთელს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:
- დავით, პირველ რიგში, გილოცავ ახალ გუნდში ჩარიცხვას და შემობიჯებას ევროპულ ფეხბურთში. მოგვიყევი როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები და როგორ დაადექი პროფესიონალური ფეხბურთის გზას?
- მადლობა მოლოცვისთვის. ფეხბურთის თამაში, როგორც ყველა ბავშვმა, ეზოში და ქუჩაში დავიწყე, მალევე შემიყვარდა და მამის დიდი გავლენით, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, 7 წლის ასაკში შევედი თბილისის "მერანში". ჩემი პირველი მწვრთნელი გურამ ბარამია იყო, რომელმაც დახვეწა ჩემი უნარები და მომცა სწორი საფეხბურთო მიმართულება.
- როგორ განვითარდა შენი კარიერა და რა მიღწევები გქონდა საბერძნეთში გადმოსვლამდე?
- "მერანში" 4 წელი დავყავი, ამის შემდეგ იყო თბილისის "ლოკომოტივის" აკადემია, შემდეგ კი თბილისის "დინამოს" აკადემია, სებერძნეთში გადმოსვლამდე 1 წელი ისევ თბილისის "ლოკომოტივში" დავბრუნდი, სადაც საკმაოდ კარგი სეზონი მქონდა, გავიტანე 12 გოლი და გუნდის ბომბარდირი გავხდი.
- თუ გქონია ასაკობრივ ნაკრებებში გამოძახება ამ პერიოდში?
- 14 წლის ასაკში რეგიონალურ ნაკრებში -"თბილისის ნაკრები" გამომიძახეს, სადაც ხდებოდა უკვე 15-16-წლამდელთა ნაკრებისთვის ფეხბურთელების შერჩევა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეკრების ბოლო დღეს მძიმე ტრავმა მივიღე, რის გამოც ერთი წელი გამიცდა, მას მერე ნაკრებში მიწვევა აღარ მქონია. შრომას არ ვაკლებ და ვცდილობ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩემი კარიერა და იმედია მალე ახდება ჩემი ოცნება და საქართველოს ნაკრებში გამომიძახებენ.
- როგორ მოხვდი "პანიონისში" და როგორ გადიხარ ადაპტაციას?
- "ლოკომოტივიდან" წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე გუნდიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო ვარიანტად 133 წლიანი ისტორიის "პანიონისი" მივიჩნიე. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების გამო კლუბი დააქვეითეს და ახლა მესამე ლიგაში ვასპარეზობთ, მიზნები არ იცვლება, კვლავ დაწინაურებისთვის და იმ საფეხურზე დაბრუნებისთვის ვიბრძვით, რომელზედაც ისტორიულად ვიყავით.
გუნდში თავიდანვე კარგად მიმიღეს, მქონდა ენის ბარიერი, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელები გვერდში დამიდგნენ და უკვე მაქვს პირველი წარმატებები - სადებიუტო მატჩში გოლი გავიტანე, სათასო შეხვედრაში კი საგოლე პასით გამოვიჩინე თავი.
- რომელ პოზიციაზე გიწევს თამაში და როგორ შეეგუე ევროპულ ფეხბურთს?
- საქართველოში ძირითადად შუაში ვთამაშობდი, აქ მარცხენა ფლანგის თავდამსხმელად ვთამაშობ და საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. ევროპულ ფეხბურთსაც ადვილად ვუღებ ალღოს, შედარებით მეტი ფიზიკური დატვირთვაა, მაგრამ ვშრომობ და ვცდილობ ძირითად გუნდში ადგილი დავიმკვიდრო.
- ვინ არის შენი საფეხბურთო კუმირი და რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობ?
- ჩემი საფეხბურთო კუმირი, რომელმაც კიდევ უფრო შემაყვარა ფეხბურთი არის მესი და პატარა ასაკიდანვე "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, თავისთავად, ჩემი ოცნება "ბარსელონაში" თამაშია.
- წარმატებებს და შენი ოცნებების ასრულებას გისურვებ, იმედია ხშირად მოგვეცემა შესაძლებლობა შენს მიღწევებზე ვწეროთ...
- მადლობა. ეს ჩემი პირველი ინტერვიუ იყო და თავს არ დავზოგავ მიზნების მისაღწევად და ჩემი გულშემატკივრების გასახარებლად.
ესაუბრა
ალექსანდრე ნიქაბაძე
სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































