ძიუდოისტების 4 ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დასრულდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრების წარგზავნილებმა 4 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
დასკვნით დღეს კაცებში სამ - 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლების კომპლექტი და სამივე შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალში იყო წარმოდგენილი.
-90 კგ კატეგორიაში პირველი წრიდან შეუდგა ასპარეზობას ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის მედალოსანი ლაშა ბექაური. ტიტულიანმა ქართველმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე მოუგო აზერბაიჯანელ, შვედ, ფრანგ და ნიდერლანდელ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში, რომელიც რვა წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, სერბი მეტოქის ნემანია მაიდოვის გამარჯვებით დასრულდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფინალისტი ილია სულამანიძე (100 კგ) შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. მოუგო გერმანელ, ავსტრიელ და ისრაელელ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ, სამწუხაროდ, იპონით დამარცხდა აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
მძიმე წონაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს მფლობელი და ევროპული თამაშების ჩემპიონი გურამ თუშიშვილი მონპელიეს ტატამზე ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა გერმანელი, თურქი და უნგრელი ძიუდოისტები. ფინელ მარტი პუუმალაინენთან გადამწყვეტ შეხვედრას თუშიშვილი ვაზარით იგებდა, მაგრამ ძირითადი დროის მიწურულს მეტოქემაც ვაზარი დაიმსახურა. საქმე ოქროს ქულამდე მივიდა, აქ კი გამარჯვება იპონით ფინელს დარჩა.
ერთი დღით ადრე, ასევე ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (- 81 კგ), ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი(-73კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა კოსოვოელ მოწინააღმდეგესთან.
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































