გიგი ალანიას და უტა ფონიავას ევროპული ოქროები
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისმა, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა და 49 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა.
საქართველოს პირველი ოქრო -52 კგ წონით კატეგორიაში გიგი ალანიამ მოუტანა, რომელმაც უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს სძლია. კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და იუნიორებს შორის -68 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა უტა ფონიავამ - ქართველმა კარატისტმა თურქი მუსტაფა ოგრაგლი დაამარცხა.
21-წლამდელთა შორის -67 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა იკა სულამანიძე, რომელიც ფინალში ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ ბეხირ გრაბუსთან დამარცხდა.
სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატში 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს ღირსებას კი 26 კარატისტი იცავდა.
წყარო: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო
1794748751
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ
მეუფე გიორგი, მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ქადაგებისას ქვეყნის პრობლემებზე ისაუბროს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, ისევე, როგორც ამას თქვენც აკეთებთ. საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენს...
1794744258
ახალი ამბებიგია ვოლსკი – „ეკონომიკური ზრდის ანალიზი არა მარტო იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ შეძლო, გაეძლიერებინა თავისი ბიუჯეტი, არამედ იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნა“
რეალურად, ბრიუსელს სურს თავისი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოლდოვის, უკრაინის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე. ეს იმდენად აშკარაა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ამან სერიოზული რყევა გამოი...
1794743907
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ევროკავშირის კვლევებითაც კი მოლდოვას ყველა პარამეტრით ვუსწრებთ, გამოაქვეყნებენ დადებით შედეგებს, შემდეგ დასკვნაში წერენ საპირისპიროს, რაც ორმაგი სტანდარტია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით დადებით შეფასებას ასახავს თავად ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევები, თუმცა საპირისპიროა მოცემული ევროკა...
1794740197
ახალი ამბებიშიო მესამე: ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი
პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ილაპარაკა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში უძღვებოდა. დღესვე სამების ტაძარში საყოველთაო ნ...
1794738083
ახალი ამბებილანჩხუთში მატარებელი ავტომანქანას დაეჯახა – არის მსხვერპლი
ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავგტომანქანის მძღოლი. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაც...































