იტალიელი ჟურნალისტი: ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკაში აზრს ვერ ვხედავ, ძალიან იოლია ვინმეს მხრიდან ღალატზე ისაუბროთ, რას გააკეთებდი მის ადგილას?

იტალიელი ჟურნალისტი ლიბერატო ფერარა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ნეაპოლელი ქომაგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს არ ეთანხმება.

„კვარაცხელიას წინააღმდეგ ბევრი განცხადება მოვისმინე. მას „ნაპოლის“ ღალატში ადანაშაულებენ, თუმცა, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მბრალდებლების როლში მყოფები კვარას ადგილას სხვაგვარად მოიქცეოდნენ?

კვარაცხელია ნეაპოლიტანელი არაა და სანამ ქალაქში ჩამოვიდოდა, ალბათ, მხოლოდ ის იცოდა, რომ ეს მარადონას ყოფილი კლუბი იყო. მასში მცირე თანხა გადაიხადეს, თავად კი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ფონზე, დიდებულად ითამაშა და ოსიმენთან ერთად სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა. არადა, ეს უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში მხოლოდ მე-3 ჩემპიონობა იყო. ვიმეორებ, ეს გააკეთა ფეხბურთელმა, რომელიც არაფრით იყო დაკავშირებული ნეაპოლთან და კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, ნაპოლის ქომაგიც კი არასდროს ყოფილა.

ამ ფონზე გასაკვირი არ ყოფილა, რომ გაცილებით სარფიანი შეთავაზებები მიიღო, თანაც იმ კლუბებისგან, რომელთაც თანამედროვე ფეხბურთში ნაპოლიზე მეტი ეთქმით. ცხადია, რომ იმ ამბიციების გათვალისწინებით, რომელიც „პსჟ“-ს აქვს, ფრანგულ კლუბს შეეძლო კვარაცხელიასთან მოლაპარაკება ისე დაეწყო, რომ დე ლაურენტისისთვის უფლებაც არ ეთხოვა, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ასე თითქმის არასდროს ხდება.

„ნაპოლი“ კვარაცხელიას ლამის 2-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებს სთავაზობდა, ვიდრე - პსჟ. თქვენ რას გააკეთებდით ფეხბურთელის ადგილას? ძალიან იოლია ვინმეს მხრიდან ღალატზე ისაუბროთ, თუმცა, კითხვას ვიმეორებ - თქვენ რას იზამდით?

იტალიური ფეხბურთი გარკვეული ზღვრის შემდეგ უკვე არაკონკურენტუნარიანია. არცერთ კლუბს არ შეუძლია საკუთარ ფეხბურთელებს 10-10 მილიონი ევრო უხადოს. კონკრეტულ შემთხვევაში ეს რომც მოხდეს, მერე იმაცვეს სხვებიც მოითხოვენ, ამდენად, კლუბს აღნიშნული არ აწყობს.

დე ლაურენტისი ნამდვილად არ მომწონს. ხშირ შემთხვევაში ისე საუბრობს ხოლმე, რომ არც ფეხბურთი ესმის და ქომაგების მაჯისცემასაც ვერ აკონტროლებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის შეცდომა დაუშვა, რომ კვარაცხელია უკვე ზაფხულში არ გაყიდა. კონტრაქტებს ფასი ნამდვილად გააჩნია, თუმცა, გარკვეულ ეტაპამდე. თუკი ფეხბურთელის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, სჯობია, ის გაუშვათ. ნუთუ ოსიმენთან დაკავშირებულმა ისტორიამ არაფერი გასწავლათ?

ვიმეორებ, კვარაცხელიას კრიტიკაში აზრს ვერ ვხედავ. ის პროფესიონალია და თავად შეუძლია გადაწყვიტოს, მისი მომავლისთვის რა სჯობს. კვარა ხომ არც პირველი და არც უკანასკნელია, ვინც ნაპოლის ტოვებს. როგორ უნდა ვთქვათ აუგი ფეხბურთელზე, რომელიც გადადის უფრო მეტად ამბიციურ კლუბში და თანაც პირობებიც გაცილებით უკეთესი ექნება?“ - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795355338

ახალი ამბები

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 ავტომანქანა დაზიანდა. ინფორმაცია დაშავებულ...

პოლიცია პოლიცია

1795353692

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ

„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან...

კირცხალია

1795351895

ახალი ამბები

ქუთაისის მერია: ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი, 15-ვე ოჯახი მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში

„ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი“, - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადება...

ქუთაისის მერია

1795350657

ახალი ამბები

თბილისის მერია: სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა

თბილისის მერია ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმ...

თბილისის მერია

1795348594

ახალი ამბები

გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგ...

გენადი არველაძე