მარცხი და ქართველების დაუმსახურებელი კრიტიკა “კვარა”-ს მიმართ
“ნაპოლი”-ს ისტორიული სვლა ჩემპიონთა ლიგაზე ¼ ფინალში დასრულდა. კლუბმა ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებულის მილანის “მილანი”-ს ბარიერის დაძლევა, განმეორებითი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.
“ნაპოლი”-მ შეხვედრა აქტიურად დაიწყო, პირველი 20 წუთის განმავლობაში “მილანი” საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. 22- წუთზე პირველივე სახიფათო შეტევისას მარიო რუიმ რაფაელ ლეაო საჯარიმოში წააქცია და პოლონელმა არბიტრმა მარცინიაკმა “მილანი”-ს სასარგებლოდ პენალტი უყოყმანოდ დანიშნა, თუმცა ალექს მერეტმა შეძლო “ნაპოლი”-ს გადარჩენა და ოლივიე ჟირუს დარტყმული ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.
“ნაპოლი” აგრძელებდა შეტევებს, მაგრამ საგოლე მომენტები კვლავ მის კართან იქმნებოდა. 28-ე წუთზე მერეტმა კვლავ აჯობა ჟირუს, მაგრამ 43-ე წუთზე ნდომბელემ მეტოქის საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა, ლეაომ მთელი მოედანი ისე გაირბინა, მისი შეჩერება ვერავინ შეძლო და საგოლედ უპასა ოლივიე ჟირუს, რომელსაც მესამე მცდელობით უკვე აღარ გასჭირვებია “ნაპოლი”-ს კარის დალაშქვრა.
მეორე ტაიმი კვლავ მასპინძლების შეტევით დაიწყო, ორჯერ ჰქონდა კარგი შანსი ხვიჩა კვარაცხელიას თავისივე ბრწყინვალე დრიბლინგებით ანგარიშის გათანაბრების, მაგრამ სამწუხაროდ ორივეჯერ ბურთი კარს ასცდა. 81-ე წუთზე ფიკაიო ტომორიმ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მარცინიაკმა კიდევ ერთი პენალტი დანიშნა, მაგრამ კვარაცხელიას დარტყმული მენიომ კუთხურზე მოიგერია. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა რასპადორის გადაცემით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, “ ნაპოლი” ორი მატჩის ჯამში 1:2 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.
გავლენიანმა გამოცემებმა და სპეციალისტებმა “ნაპოლი”-ს რიგებში საუკეთესო შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას მისცეს, მიუხედავად გაცუდებული თერთმეტმეტრიანისა, ის ერთადერთი იყო, რომელიც ბოლომდე არ დანებდა და ხშირად მარტო ცდილობდა “მილანი”-ს ორგანიზებული დაცვის გარღვევას. მატჩის განმავლობაში მას 10 წარმატებული დრიბლინგი და 6 მნიშვნელოვანი პასი ჰქონდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. შეხვედრის დასრულების შემდეგაც, ყველაზე მეტად ხვიჩა განიცდიდა მომხდარ ფაქტს და მეტოქის თუ საკუთარი გუნდის ფეხბურთელები სათითაოდ მიდიოდნენ და ამხნევებდნენ.
აქვე აღსანიშნავია ქართველი გულშემატკივრების დაუმსახურებელი კრიტიკა ხვიჩას მიმართ, ადამიანებმა, რომელთა უმრავლესობამ “ნაპოლი”-ს და ალბათ ფეხბურთის შესახებაც კი კვარაცხელიას დამსახურებით გაიგეს, ერთი თერთმეტმეტრინის გაფუჭების შემდეგ, რომელიც ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია, სოციალური ქსელებში სრულიად გაუაზრებელი კრიტიკის ქარცეცხლი დაატახეს ქართველ ვარსკვლავს.
მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია და ოცნება გრძელდება! #FORZANAPOLISEMPRE”.
“ნაპოლი”-“მილანი” 1:1
გოლები: ოსიმენი (93წ)- ჟირუ (43წ)
გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია(81წ)-ჟირუ (22წ)
შემადგენლობები:
“ნაპოლი”-მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი(74. ოსტიგორი), ჟოან ჟეზუში, მარიო რუი(34. ოლივერა), ლობოტკა, ნდომბელე(63. ელმასი), ჟელინსკი(74. რასპადორი), პოლიტანო(34. ლოსანო), კვარაცხელია, ოსიმენი.
“მილანი”-მენიო, კალაბრია, კიაერი ტომორი, ტეო ერნანდესი, კრუნიჩი, ტონალი, ბრაიმ დიასი(59. მესიასი), ბენასერი, ლეაო(84. სალემაკერსი), ჟირუ(68. ორიჯი)
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1734852488
საზოგადოება„დიდი სიფრთხილე გვმართებს, თან დღევანდელ დღეს, 33 წლის წინ, რუსებთან ერთად ნაცპუტჩისტების წინაპრებმა სისხლში აბანავეს საქართველო - ყველანი უნდა დავდგეთ ბოლომდე და შემართებით“ - გიორგი გამსახურდია
„დიდი სიფრთხილე გვმართებს, თან დღევანდელ დღეს. ყველანი უნდა დავდგეთ ბოლომდე და შემართებით”, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, 33 წლის წინ რუსებთან ერთად ნაცპუტჩისტების წინა...
1734847906
საინტერესო ამბები„ზუსტად 12 საათზე თავზე ხელი გადაუსვით...“ - რჩევები ეზოთერიკოსგან, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა შეასრულოთ
ახალი წელი, ყველასთავის წელიწადის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. თუმცა, როგორც ჩანს, წინასაახალწლო დღეებში გარკვეულ აკრძალვებსაც აქვს ადგილი - ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ პარაფსიქოლოგები და ბიოენ...
1734813394
ჰოროსკოპი22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი შეიძლება სამსახურში უთანხმოება წარმოიშვას, სადაც თქვენი აზრის დაცვა მოგიწევთ. ახლობელმა ადამიანმა...
1734809023
საზოგადოებავაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძარია
ჭავჭავაძის გამზირზე, 33 ნომერში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამსახური ამ დრომდე ცდილობს. უკვე ორი საათია, მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ. არსებული ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად სახურავ...
1734804889
ჰოროსკოპირომელ ხელზე უნდა გავიკეთოთ ბეჭედი იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც განმარტავს რას ნიშნავს ბეჭდის მარჯვენა და მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე ტარება. როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ბოლო პერიოდში...