„მოკუმშულ მუშტს შევადარებდი, სუსტ რგოლს ვერცერთ ხაზში იპოვით, ყველა სინქრონულად მუშაობს“ - უკრაინელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებზე

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტურნირში მომდევნო დაპირისპირება უკრაინასთან უწევს. უკრაინელმა სპეციალისტმა ივან ბალანმა ეროვნულ ნაკრები დაახასიათა და განაცხადა, რომ ჯგუფის ლიდერია.

„საქართველოს ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში უცნაური არაფერია. დიახ, საქართველომ ორ მატჩში 6 ქულა მოიპოვა და ჯგუფს ლიდერობს, რაც ამ გუნდში კარგი ფეხბურთელების ყოფნით აიხსნება, რომლებიც კოლექტიურ თამაშს აჩვენებენ.

აშკარაა, უკრაინის მომავალ მეტოქეს ფეხბურთის თამაში შეუძლია. მას ჰყავს ლიდერები, რომელთა შორის არის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ვალენსიას ღირსებას იცავს. ის ყველა თამაშში ახერხებს საქართველოს ნაკრების გადარჩენას. თუნდაც ბოლო მატჩში ალბანეთთან, საწყის წუთებში ისეთი ბურთი მოიგერია, 100%-იან გოლს ჰგავდა. რომ არა მამარდაშვილის სეივი, გაშვებული გოლის შემდეგ, ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართებოდა ის თამაში.

საქართველოს ნაკრებში, გარდა გოლკიპერისა, არის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია. შეიძლება ითქვას, ეს ფეხბურთელები ქაჩავენ გუნდს. კვარაცხელიამ, რომელიც „ნაპოლის“ წამყვანი მოთამაშეა, პირველ მატჩში ჩეხეთთან გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა, კიდევ ერთ გოლში კი მონაწილეობა მიიღო. ის კარგი იყო ალბანეთთან თამაშშიც.

საქართველოს ნაკრების დახასიათებისას, პირველ რიგში, გამოვყოფ თავდადებას. მეორე - ფეხბურთის თამაშის უნარია. ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან. ამას ემატება სამწვრთნელო შტაბის სწორად მუშაობაც. ამ ნაკრებში სუსტ რგოლს ვერცერთ ხაზში იპოვით, ყველა სინქრონულად მუშაობს. საქართველოს ნაკრებს მოკუმშულ მუშტს შევადარებდი. სწორედ ასეთია - შეთამაშებული და საოცრად შეკავშირებული.

ძალიან კარგი ფეხბურთელია გიორგი წიტაიშვილი. როდესაც ორი წლის წინ საქართველოში ჩავედი, ის ბათუმში ჩემს თვალწინ თამაშობდა - ადგილობრივ დინამოში. წიტაიშვილის მონაწილეობით თითქმის ყველა თამაში ვნახე. შემიძლია ვთქვა, რომ ის მეორე ხვიჩაა.

გიორგის ბევრი კარგი საფეხბურთო თვისება აქვს. ის საოცრად მშრომელი, სწრაფი და ტექნიკურია და იმავე ფლანგზე მოქმედებს, სადაც კვარაცხელია. ცოტა ხნის წინ „გრანადაში“ გადავიდა და როგორც ვიცი, იქ საკმაოდ კარგად გამოიყურება. დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე წიტაიშვილისთვის „გრანადა“ მხოლოდ ტრამპლინია ევროპის ტოპკლუბში გადასასვლელად. ის ამას იმსახურებს“, - განაცხადა უკრაინელმა სპეციალისტმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747426501

ახალი ამბები

17 მაისს ზოგიერთ ქუჩაზე წყალმომარაგება 12 საათით შეწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს

GWP მოსახლეობას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს. „17 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, გორგასლის და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკუ...

წყალი შეწყდება

1747424386

მსოფლიო

მაკრონი ტრამპთან საუბარზე: მიუღებელია, რომ რუსეთი არ რეაგირებს ამერიკელების მოთხოვნებზე, არც ცეცხლის შეწყვეტის და არც ლიდერების დონეზე შეხვედრის შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებსა და თეთრი სახლის ხელმძღვანელ დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დეტალები გაამხილა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, საუბრის დროს მან აღშ...

ზოგადი

1747423459

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, თუ ის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

უკრაინა მოელის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტი გავლენას მოახდენს ყველაფერზე, რაც რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებს: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიას და „ჩრდილ...

ზელენსკი

1747421208

მსოფლიო

ლეო XIV: მზად ვარ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მივიღო მონაწილეობა

რომის ახალი პაპი ლეო XIV მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. წმინდა საყდრის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშლებოდა, ეს ნამდვ...

რომის პაპჯ

1747419364

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველ...

ირაკლი კობახიძე