სამუდამოდ ჩემპიონი-ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა

ქართული სპორტის მრავალფეროვან და გამორჩეულ ისტორიაში, იშვიათია შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ერთ სპორტსმენს შეეყვარებინა კონკრეტული სახეობა ქომაგებისთვის. მიუხედავად სხვა ქართველი სუმოისტების პატივისცემისა, ალბათ არ არსებობს ქართველი გულშემატკივარი, რომელსაც ლევან გორგაძის იგივე ტოჩინოშინის შესახებ არ გაეგოს და ბოლო წლების განმავლობაში არ ეკითხოს-"რა ქნა ტოჩიმ?" 

და ის წავიდა... 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) კარიერის დასრულების აღსანიშნავი ცერემონია - დანპაცუ-შიკი გაიმართა. 

ღონისძიებაზე, რომელიც  ტოკიოს მთავარ სუმოს დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანიში“ შედგა, ლეგენდარულ ქართველ სუმოისტს ჩომაგე (სუმოისტების ვარცხნილობა) მოკვეცეს, რის შემდეგაც რიკიში (მებრძოლი) სუმოს სამუდამოდ დაემშვიდობა. 
ისტორიულ დღეს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, უცხოელი დიპლომატები,  მაღალი დონის სტუმრები, ლევან გორგაძისა ოჯახის წევრები, იაპონიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები  და უამრავი გულშემატკივარი. 

ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) კარიერის დასრულების აღსანიშნავი ცერემონიის შემდეგ ტოჩინოშინის პატივსაცემად გაიმართა მიღება, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა“ მუსიკალურად გააფორმა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ტოჩინოშინის დებიუტი კლუბ „კასუგანო ბეიას“ შემადგენლობაში 2006 წელს შედგა, 2008 წელს კი ის „მაკუუჩი“ დივიზიონში დაწინაურდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლევან გორგაძის შეუპოვარი და მებრძოლი ხასიათი, რომლის დამსახურებითაც მან მძიმე ტრავმებისა და ქვედა დივიზიონებში დაქვეითების მიუხედავად, შესაძლებლობების გამოვლენა და 2018 წლის ჰაცუ ბაშოზე იმპერატორის თასის მოგება შეძლო. ამ შედეგით ის სუმოს ისტორიაში პირველი ქართველი და მესამე ევროპელი სუმოისტი გახდა, რომელმაც საიმპერატორო თასი დაისაკუთრა და ოძეკის(ჩემპიონის) რანგს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძემ „მაკუუჩი“ დივიზიონში 500-ზე მეტი შეხვედრა მოიგო.

ქართველმა სუმოისტმა სპორტული კარიერის დასრულება 2023 წლის მაისში, 35 წლის ასაკში, ტრავმების გამო გადაწყვიტა. ლევან გორგაძემ კოკაისა (ლევან ცაგურია) და გაგამარუსთან (თეიმურაზ ჯუღელი) ერთად  საქართველოში სუმოს პოპულარიზაციასა და  ქართულ-იაპონური ურთიერთობის განმტკიცებაში დიდი წვლილი შეიტანა. აქტიური სპორტის დასრულების შემდეგ კი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საქმეს ეწევა-ქართულ ღვინოს აცნობს იაპონიას. 

წყარო: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ

1794750294

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

16 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, შპს „თბილსერვის ჯგუფი” ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრ...

საახალწლო ილუმინაციები