საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

პირველად, დამოუკიდებელი ქართული ხელბურთის ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
წინა ტურში შვეიცარიასთან განცდილი მარცხის მიუხედავად, ჩვენი ეროვნული გუნდი ინარჩუნებდა შანსს კონტინენტის პირველობაზე მოსახვედრად და ეს შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა, სტუმრად დაამარცხა რა პირველ ადგილოსანი და აქამდე წაუგებელი უნგრეთის ნაკრები დრამატულ ბრძოლაში 31:30.
შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 17:14 დასრულდა, მეორე ნახევარში მასპინძლებმა შეძლეს გარდატეხის შეტანა თამაშში და მატჩის დასრულებამდე რამდენი წუთით ადრე 30:28 დაწინაურდნენ, აქ კი ჩვენმა ხელბურთელებმა გამოავლინეს საოცარი ბრძოლისუნარიანობა, გაათანაბრეს თამაში და ბოლო წამებზე ცხოვრებაძის გატანილი 7 მეტრიანით გაიმარჯვეს 31:30.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა დღევანდელ მატჩში ასეთი იყო:
გიორგი ლაპიაშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, ირაკლი კბილაშვილი, გიორგი ცხოვრებაძე, ერეკლე არსენიშვილი, სანდრო დარსანია, ზურაბ გოგავა, ნიკოლოზ კალანდაძე, ზურაბ აბრამიშვილი, მირიან გავაშელიშვილი, გიორგი დიხამინჯია, დავით ნიქაბაძე, ზურაბ სიმონია.
ოფიციალური პირები: ტიტე კალანდაძე, შოთა თევზაძე, მერაბ მეტრეველი, ლევან კაკუშაძე.
ევრო 2024-ზე სულ 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: ავსტრია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ფარერების კუნძულები, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი.
1747068719
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე
ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა პარლამენ...
1747066104
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის - დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ კლოდ ვისელერს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტე...
1747064205
მსოფლიოტრამპი: ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საზიზღარია
ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთებისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ წლების განმავლობაში „სოციალისტური ჯანდაცვის სისტემების სუბსიდირებას“ ახორციელებდა. „გერმანიაში და ევროკავშირის ყვ...
1747061480
საზოგადოებამეუფე შიო: უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა - გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო
ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც...
1747059274
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნისგან ითხოვდნენ ევროკავშირიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს დამღუპველი და დამანგრეველი საქართველოსთვის
ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკური დღევანდელობა არის შეცვლილი. თუკი ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფალნი და ევრო ბიუროკრატები ამ მოცემულობას თვალს არ გაუსწორებენ ბუნებრივია, რომ ისეთი პრო...