სოზარ სუბარი USAID-ზე: რა დახმარებაზეა ლაპარაკი, რა გვიღირს იმის ფასად, რომ ებრძოლონ ტრადიციებს, ებრძოლონ ეკლესიას ებრძოლონ სუვერენიტეტს
რა დახმარებაზეა ლაპარაკი, რა გვიღირს იმის ფასად, რომ ებრძოლონ ტრადიციებს, ებრძოლონ ეკლესიას ებრძოლონ სუვერენიტეტს. სულ მილიარდები, რომ იხარჯებოდეს ქვეყნის დასახმარებლად, რაც არ იხარჯება, მაინც არაფერი გვიღირს იმის ფასად, რომ სუვერენიტეტი წაგართვან და შენს ტრადიციას და რელიგიას ებრძოლონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ USAID-ის მავნებლური პოლიტიკაზე საუბრისას.
მისი თქმით, სწორედ სახელმწიფო გადატრიალება იყო USAID-ის მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც.
„გაგახსენებთ, როგორი შოკი იყო, როდესაც ჯერ კიდევ 3 წლის წინ „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ მხილება იმ მავნებლური პოლიტიკის და მავნებლური პროექტების რომელიც საქართველოში ხორციელდებოდა. ხორციელდებოდა აშშ-დან, სწორედ USAID-ის დაფინანსებული პროექტებით და მათი ქართველი აგენტების ხელით.
თუმცა მანამდე იყო კიდევ სხვა პროცესი, როდესაც ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნების შემდეგ USAID-ის დაფინანსებული პროექტით გააყალბა ხმის პარალელური დათვლის შედეგები ერთ-ერთმა ქართულმა ენჯეომ ე.წ. „სამართლიანმა არჩევნებმა“. ეგრეთ წოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ სამართლიანობის მას ნამდვილად არაფერი არ აქვს. გააყალბა და ეს ძალიან კარგად იცოდა, როგორც USAID-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა საქართველოში, ისე სავარაუდოდ საქართველოში ამერიკის მაშინდელმა ელჩმა.
მაშინ მათ უნდოდათ, რომ ქვეყანაში მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რაც არ გამოუვიდათ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, თუ კი USAID-ის დახმარებით შესაძლოა მცირე სოციალური პროექტები ხორციელდებოდა თუმცა ამის პარალელურად 120 მილიონი დოლარი მიმართული იყო ქვეყნის გადატრიალებისკენ.
„ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ, როგორც ყოფილი ელჩი ქალბატონი დეგნანი და მერე დენიგანი, ახლანდელი ელჩი, როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ აშშ-ს 6 მილიარდიან დახმარებაზე საქართველოში. ვერანაირ 6 მილიარდიან დახმარებამდე ჩვენ ვერ მივედით იმიტომ, რომ სამ ნახევარ მილიონს ვერ გავცდით მაგრამ იმ სამ ნახევარი მილიარდიდან ნახევარი არის ასეთი ანტი სახელმწიფოებრივი მავნებლობები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...
1794750294
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
16 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, შპს „თბილსერვის ჯგუფი” ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრ...
1794748751
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ
მეუფე გიორგი, მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ქადაგებისას ქვეყნის პრობლემებზე ისაუბროს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, ისევე, როგორც ამას თქვენც აკეთებთ. საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენს...































