თავი მაღლა ასწიე ჩემპიონო!
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ყველა ეპოქაში ჰყავდა გმირები თუ გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც არამარტო ჩვენი სამშობლოს ყოფა-ცხოვრებაზე ახდენდნენ დადებით გავლენას, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც დიდ კვალს ტოვებდნენ. დღეს ასეთი გამორჩეული და ყველასათვის საამაყო პერსონა ხვიჩა კვარაცხელიაა.
აქ არ მოვყვებით არც მის შესანიშნავ საფეხბურთო თვისებებზე, არც მის ღირსეულ ადამიანობაზე, უბრალოდ მისი ბრწყინვალე და ვარსკვლავური კარიერის დასაწყისში მომხდარ მცირე წარუმატებლობაზე, რომელიც საფეხბურთო ლეგენდებისთვისაც კი ჩვეულებრივი თანმხვედრი მოვლენაა, გაგაცნობთ მსოფლიოს საფეხბურთო ექსპერტებისა და წამყვანი გამოცემების მოსაზრებებს ჩვენს ვარსკვლავზე.
იტალიელი ჟურნალისტი Პაოლო დელ ჯენიო: “ხვიჩამ სეზონის 50-ე თამაშში, 22 წლის ასაკში, გუნდისთვის არცთუ იდეალურ სიტუაციაში მაინც მოახერხა და მეტოქის კარს 20-ჯერ მაინც შეუტია. ჩემი აზრით, ზუსტად მილანთან აჩვენა, რომ ჩემპიონია, მაშინ, როდესაც ბევრი პირიქით ამბობს. ყოველთვის ორმაგი ან სამმაგი მეურვეობით ეთამაშებოდნენ. უბრალოდ, უყურეთ თამაშებს! პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ყველა ტაქტიკურ სიტუაციაში მონაწილეობდა, სივრცეების გარეშე ლეაოსაც უჭირს. კვარა ორ მეტოქეს თუ მოატყუებდა, მესამე ჩნდებოდა მის წინ. წავიკითხე, რომ თურმე, კვარა ჩემპიონი არ არის, როგორც ჩანს, ვიღაცები გაბრაზებული იყვნენ და ამ სიტუაციას ელოდნენ... ის ნამდვილი ჩემპიონია”.
"მილანი"-ს მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი: “კალაბრიამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ თანაგუნდელებიც ძალიან დაეხმარნენ. ადვილი არ არის, კვარაცხელიას შეჩერება, რომელიც ძალიან ძლიერი ფეხბურთელია”.
"მილანი"-ს კაპიტანი დავიდე კალაბრია: "კვარაცხელიასთან დაპირისპირება? რა თქმა უნდა, შეხვედრამ აღმაფრთოვანა, მომწონს კვარას დონის ფეხბურთელებთან თამაში. ჩვენ ვსაუბრობთ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელზე, რომელიც მომავალი ფენომენია და უკვე საუკეთესოა ლიგაში".
იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კასანო: “ერთადერთი, ვინც რაღაცას ცდილობდა, კვარაცხელია იყო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დღეს საღამოს არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ქართველის წინააღმდეგ ორი მეტოქე არ ყოფილიყო. პიოლი იდეალურად ბლოკავდა "აძურის" თამაშის წყაროებს.”
”ნაპოლი”-ს მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი: “კვარა ჯანსაღი ბიჭია, მგრძნობიარე, გასაოცარი ოსტატობა აქვს. პირველ ტაიმში ვერ მოახერხა მეტოქის მოტყუება, როცა ამის შანსი ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში ორჯერ გიჟურად ითამაშა. მატჩის ბოლოს დაიღალა, რადგან ჩანდა, რომ ბოლო პერიოდში გაუჭირდა, რაც ბოლომდე თავის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს, როგორც ყველას. ვნახეთ, რომ ენერგია ყველა ფეხბურთელმა ვერ აღიდგინა. მთლიანობაში, მაინც ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. კვარა შესანიშნავი ადამიანია და ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით! თავისი ხარისხით ისევ დაგვეხმარება იმ დიდი მიზნის მიღწევაში, რომელიც წინ გვაქვს, ჩვენ ის გვჭირდება.”
რუსი მწვრთნელი იური სიომინი: “ხვიჩამ კარგი მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, მას პენალტი არ უნდა შეესრულებინა, რადგან ის იმ მომენტში ძალიან დაღლილი იყო და ეს სხვა ფეხბურთელს უნდა გაეკეთებინა. მიუხედავად ყველაფრისა, "ნაპოლისთვის" მეოთხედფინალში გასვლა მაინც კარგ შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან მათ ეს პირველად შეძლეს”.
იტალიელი ლეგენდარული მწვრთნელი ფაბიო კაპელო: “როგორ შევაფასებ ხვიჩას მილანის წინააღმდეგ თამაშს? მან კარგი მატჩი ჩაატარა”.
მატჩის შემდეგ ხვიჩამ გულშემატკივრებს მიმართა: “რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება! FORZANAPOLISEMPRE”.
მიუხედავად “ნაპოლი”-ს არასასურველი შედეგისა, ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, გულშემატკივარს 10 წარმატებული დრიბლინგი და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი აჩუქა, რის შემდეგაც, სავსებით დამსახურებულად, განმეორებითი შეხვედრების საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა:
მეკარე - ტიბო კურტუა ("რეალი")
მცველები - ფედერიკო დიმარკო ("ინტერი"), რუბენ დიასი ("მანჩესტერ სიტი"), ედერ მილიტაო ("რეალი"), დანი კარვახალი ("რეალი")
ნახევარდაცვა - იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი"), ჯეკ გრილიში ("მანჩესტერ სიტი"), ფედერიკო ვალვერდე ("რეალი"), როდრიგო ("რეალი")
თავდასხმა - ლაუტარო მარტინესი ("ინტერი")
EXCLUSIVETV.GE - სპორტი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 6 წლის ქართველი ემიგრანტის სპორტული წარმატებები იტალიაში
1734804889
ჰოროსკოპირომელ ხელზე უნდა გავიკეთოთ ბეჭედი იმისთვის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც განმარტავს რას ნიშნავს ბეჭდის მარჯვენა და მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე ტარება. როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ბოლო პერიოდში...
1734791614
სოციალური მედია🎥 „52 წლის მერე რომ პოულობ მოპარულ შვილს - ეს ემოცია როგორ უნდა გადმოსცე?“ - თამუნა მუსერიძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...
1734787049
სოციალური მედია„ეგდეთ სადაც გდიხართ, თავი მართლა ვარსკვლავები გგონიათ? ჩემმა მტერმა გისმინათ თქვენ!“ - ნუკა არველაძე გაფიცულ მომღერლებზე
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაფიცული მომღერლების საკითხზე პოსტს აქვეყნებს: „დორბლას ერთგული შოუ „ნაშები“ რომ იმუქრებიან ახალ წელს არ ვიმღერევთო, ერთი ა...
1734779363
სოციალური მედია🎥 „სანამ საქართველოში ვიმყოფები, 6 ქალაქში გესტუმრებით!“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე
მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გუშინ, 20 დეკემბერს ახალციხეში გამართულ კონცერტზე იმღერა და საზოგადოებასთან ერთად დამდეგი შობა-ახალი წელი აღნიშნა. ახლახან მან გუშინდელი საღამოდან კადრები გაავრცელა და თქვა,...
1734771324
ჰოროსკოპი2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან - „განსაკუთრებით კარგი იქნება მათთვის, ვისაც უნდა კარიერული ზრდა, სულიერი და პიროვნული განვითარება“
„ვაქვეყნებ ჩემს სტატიას 2025 წლის (ჩინური კალენდრით) მფარველ ტოტემაზე გველზე. სტატიის პირველი ნაწილი არის მისი შეცნობისთვის, როგორც მითოლოგიური ტოტემის, (რომ გავაანალიზოთ მისი მახასიათებლები როგორც და...