„თავი მაღლა ასწიეთ, ჩვენ ერთად ყველაფერი შეგვიძლია“ - გიორგი ქინქლაძე საქართველოს ნაკრებს
ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ თამაშს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ ერთ თამაშში ბიჭებმა საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნეს.
იგი მოუწოდებს გულშემატკივარს, არ გააკრიტიკონ ეროვნული ნაკრები.
„წარმატება ყოველთვის არ არის მოგება, ეს არის ის, თუ როგორ გამოჩნდები და იბრძოლებ. წაგების მიუხედავად, ჩვენი ახალგაზრდა გუნდი ბრწყინავდა და ყველას გვაამაყებდა.
მხოლოდ ერთ თამაშში ამ შესანიშნავმა ბავშვებმა საქართველო გააცნეს მსოფლიოს.
გულშემატკივრებს მოგიწოდებთ, არ გააკრიტიკოთ, არამედ იზეიმოთ ეს მომენტი. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს საამაყო და ჩვენი მოგზაურობა ევრო 2024-ზე მხოლოდ ახლა იწყება. დაუდექით ჩვენს გუნდს, მხარი დაუჭირეთ მათ და ისიამოვნეთ წარმოუდგენელი ფეხბურთით, რომელსაც ისინი საერთაშორისო ასპარეზზე აჩვენებენ.
შეიძლება ყოველთვის ვერ გაიტანო გოლი, შეიძლება შეცდომები დაუშვა და ეს თამაშის ნაწილია, მაგრამ თავდადება და სულისკვეთება ყველას შთააგონებს. თავი მაღლა ასწიეთ, ჩვენ ერთად ყველაფერი შეგვიძლია. დიდი სიყვარული და პატივისცემა ყველა ქართველ გულშემატკივარს!“ – წერს გიორგი ქინქლაძე.
1795351895
ახალი ამბებიქუთაისის მერია: ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი, 15-ვე ოჯახი მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში
„ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი“, - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადება...
1795350657
ახალი ამბებითბილისის მერია: სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა
თბილისის მერია ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმ...
1795348594
ახალი ამბებიგენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგ...
1795345991
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა საუბარი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგ...
1795344967
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს“, - ასე გამოეხმაურა საპ...































