"ვეფხვები" ჯულიანოდან-გაიცანით საფეხბურთო კლუბი "Giuliano 1928"
Exclusivetv.ge-ს ახალი სპორტულ-საინფორმაციო პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ახლოდან გააცნოს ქართველ ემიგრანტებს, ქართველ სპორტსმენებს, სპორტის ფუნქციონერებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ევროპის მრავალმხრივ გამორჩეული ქვეყნის-იტალიის პერიფერიული ქალაქების სპორტული ცხოვრება, სპორტული კლუბების და აკადემიების ფუნქციონირების დეტალები, წარმოგიდგენთ კამპანიის რეგიონის ქალაქ ჯულიანოს საფეხბურთო კლუბ "Giugliano 1928"-ს.
იტალიის ერთ-ერთი უძველესი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქის-ჯულიანოს საფეხბურთო ცხოვრება მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება, ხოლო 1928 წლიდან საფეხბურთო კლუბი "ჯულიანო" იტალიის რეგიონალურ ლიგაში რეგისტრირდება. მიუხედავად 95 წლიანი ისტორიისა, კლუბს არასდროს მიუღწევია სერიოზული წარმატებისთვის. მხოლოდ რამდენიმე გაბრწყინება რეგიონალურ ლიგაში, მათ შორის სამოყვარულო ჩემპიონატის მოგება 1997-98 წწ. სეზონში, სერია-D-ს მოგება 2021-22წწ. სეზონში და დაწინაურება სერია C-ში.
კლუბმა რამდენჯერმე განიცადა ფინანსური კრიზისი, სახელის და მეპატრონის ცვლილება, ბოლო აღორძინება კი დაიწყო 2021 წლიდან, მას შემდეგ, რაც გადავიდა კომპანია "Mazzamauro Group Srl"-ს ხელში. "ყვითელ-ლურჯებმა" ჯერ მოიგეს სერია-D, დაწინაურდნენ სერია-C-ში, 2022-23 წწ. სეზონში დაკავებული მე-12 პოზიციით შეინარჩუნეს ადგილი ლიგაში და გულშემატკივრებში მოიპოვეს სტაბილური განვითარებისკენ სწრაფვის განცდა.
"ჯულიანო"-ს ახლოდან გასაცნობად, ვესტუმრეთ მათ მორიგ-მე-15 ტურის კალენდარულ მატჩს სიცილიური "კატანია"-ს წინააღმდეგ 6200-ადგილიან საშინაო არენა "ალბერტო დე კრისტოფოროზე".
სასიამოვნო განწყობა აკრედიტაციის შემოწმების მომენტიდანვე დაიწყო, მას შემდეგ, რაც სტიუარდმა გაიგო ქართველები ვიყავით და ქართულ საემიგრაციო მედია პლატფორმას წარმოვადგენდით, გაბრწყინებული სახით გვითხრა: "თქვენ არ გჭირდებათ აკრედიტაციის შემოწმება, თქვენ ჩვენთან "კვარაჩხელამ" (ბოლომდე ეცადა გვარი სწორად გამოეთქვა) მუდმივად დაგპატიჟათ". იგივე განწყობით მიგვიღეს კოლეგებმაც და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ის რაც ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში შეცვალა ქართველებისთვისაც და კამპანიის რეგიონის მცხოვრებთათვისაც, წლებს გაუძლებს.
სტადიონზე პირველი შთაბეჭდილებები აშკარად გვანახვებს იტალიური და ზოგადად ევროპული ფეხბურთის წარმატების განმსაზღვრელ გარემოებებს: ერთი ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტის ნაკლებად გამორჩეული გუნდის საგულშემატკივროდ მოსული ყველა თაობის ადამიანით თითქმის სრულად შევსებული ტრიბუნები, რომლებიც თითოეულ სახიფათო თუ საკამათო მომენტის დროს შეხმატკბილებულად გამოხატავენ რეაქციას; ორივე კლუბის ტიფოზების გაუჩერებული ყიჟინა; "ჯულიანო"-ს აკადემიის აღსაზრდელებისთვის გამოყოფილი ადგილები და მათი გამამხნევებელი შეძახილები მთელი თამაშის განმავლობაში; მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ჩართული პერსონალის განსწავლულობა, თავაზიანობა და ღიმილიანი სახეები; და რაც ყველაზე გამოსარჩევია ერთი პატარა გუნდისთვის საოცრად ბევრი-დიდი, საშუალო თუ მცირე სპონსორი და მხარდამჭერი, აქ ნახავთ როგორც ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობას კლუბის განვითარებაში, ასევე ქსელური და საერთაშორისო ბიზნეს-კომპანიების მხარდაჭერას.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ევროპული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი ტაქტიკური ბრძოლით მიმდინარეობდა და საბოლოოდ გაცილებით გამოცდილი "კატანია"-ს გამარჯვებით დასრულდა 0:1. "ვეფხვები" (კლუბის მეტსახელი) ჯერჯერობით თავისი თამაშის პოვნას ცდილობს, ძირითადად აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს, წინა ტურში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის "აველინო"-ს დამარცხების შემდეგ, არ ეყოთ სათანადო გამოცდილება კიდევ ერთ ლიდერთან სასურველი შედეგის მისაღწევად, მაგრამ იმ ბრძოლასა და თავდადებას სწორად აფასებს გულშემატკივარი და თამაშის დასრულების შემდეგ, ფეხზე წამომდგარნი ტაშით ამხნევებდნენ საყვარელ გუნდს. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "ჯულიანო"- მთავარმა მწვრთნელმა ვალერიო ბერტოტომაც შეექო თავის შეგირდები და ყველას უკეთესი შედეგის და წინსვლის პირობა მისცა.
დასკვნის სახით გვინდა აღვნიშნოთ, "ჯულიანო"-ს დღევანდელი განვითარება ერთი ფეხბურთზე შეყვარებული ბიზნეს-ჯგუფის და მთელი ქალაქი ჩართულობის ისტორიაა, რომელიც მათთვის აუცილებლად გადაშლის ახალ ფურცლებს, ხოლო ევროპის გზაზე შემდგარი ჩვენი ქვეყნის პერიფერიული საფეხბურთო კლუბებისთვის ერთი პატარა მაგალითი იქნება სწორი მიმართულებით სვლისკენ.
26.11.2023 16:15 ჯულიანო, სტადიონი "ალბერტო დე კრისტოფორო", 4600 გულშემატკივარი
"ჯულიანო"-"კატანია" 0:1
გოლი: დი კარმინე(80წთ)
"ჯულიანო"-რუსო, ბერმანი, იაბრე, მენა(დი დიო 73წთ), დე როსა(დე სენა 68წთ), სალვემინი, ვოგიატისი(ბერნატოდოტო 83წთ), ჯიორჯიონე, კალდორე, ჩიუფერი, ოვიჟაჩი(ბერარდოკო 67წთ).
მთ.მწვრთნელი: ვალერიო ბერტოტო
"კატანია"-ბეტერსი, კურადო, როკა, დი კარმინე(დუბიკასი 90წთ), ბოუა, ქუაინი(დე ლუკა 77წთ), ლორენცინი, კასტელინი, ჩირიკო(სილვესტრი 83წთ), ძამარინი, მარსურა(ძანელატო 83წთ).
მთ.მწვრთნელი: კრისტიანო ლუკარელი
სპეციალურად Exclusivetv.ge-სთვის
ალექსანდრე ნიქაბაძე
ია ლალუაშვილი
1794288084
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს, ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები
საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს. წელს, ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები ჩვენი...
1794287987
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე
„ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...
1794286783
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს
„იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის...
1794257578
მსოფლიოსერგეი ლავროვის განცხადებით, აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების საკითხები იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგის პირველი პუნქტი რუსეთში, უკრაინასა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების საკითხ...
1794254780
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები
„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია...





























