არ მოგიწოდებთ ომისკენ, როგორც ამას თქვენი ხელისუფლება გეუბნებათ - რადას დეპუტატი

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო ქართველებისადმი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ის საქართველოს არ მოუწოდებს ომისკენ, როგორც ამას მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ.
გონჩარენკო ამბობს, რომ მიაჩნია, საქართველო, დანარჩენ სამყაროსთან ერთად უკრაინის გვერდით უნდა იდგეს და მათთან ერთად იბრძოდეს რუსეთის წინააღმდეგ.
„საქართველოს სურს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება. მე თქვენ არ მოგიწოდებთ ომისკენ, როგორც ამას ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი გეუბნებათ, მე უკვე ვიხილე არაერთი ასეთი გზავნილი. მე უბრალოდ მიმაჩნია, რომ საქართველოს დღეს შეუძლია უკრაინასთან ერთად იდგეს და დააყენოს საკითხი, რომ იმ ყველა სანქციაში, რაც რუსეთის მიმართ ხორციელდება, რასაც მრავალი ქვეყანა ახლა რუსეთთან დაკავშირებით იღებს, ასევე მოიხსენიებოდეს რუსეთის დანაშაულები საქართველოს წინააღმდეგ და თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მე მგონია, რომ ესაა საქართველოს უმთავრესი ინტერესი. თქვენ ხომ მოგენატრათ ცხინვალი და სოხუმი და გინდათ აღადგინოთ თქვენი მშვენიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა" - აცხადებს დეპუტატი.
გონჩარენკომ განაცხადა, რომ ის ხედავს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და საქართველოში გამართულ უზარმაზარ აქციებს რისთვისაც მოსახლეობას მადლობას უხდის, თუმცა იმავდროულად მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის სანქცირებაზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს სანქციებში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
თქვენ მშვენივრად გესმით, რომ საქართველოს სანქციებს რუსეთის მიმართ, იმის ფონზე რომ ასეთი სანქციები უკვე დააწესეს აშშ-მ, იაპონიამ, კანადამ, სამხრეთ კორეამ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ეს უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობისაა. ესაა არჩევანი -რომელ ბანაკშია საქართველო, თავისუფალი სამყაროს ბანაკში, რომელიც ახლა უკრაინას ეხმარება მონსტრი პუტინის შეჩერებაში, თუ პუტინისა და ლუკაშენკოს ბანაკში.“ - განაცხადა გონჩარენკომ.
1745254584
საზოგადოებათეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა
უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...
1745254500
საზოგადოებაარქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე
საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...
1745254131
ახალი ამბებითეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე
უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...
1745250119
მსოფლიოპუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...
1745247202
ახალი ამბებიქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...