"დღეს ფაქტობრივად ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ამის შესახებ მან 13 მაისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დღეს შეგვიძლია, ვახსენოთ მე-200 ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი. რუსეთს ათწლეულების განმავლობაში არ დაუკარგავს ამდენი თვითმფრინავი ერთ ომში.

რუსეთმა თითქმის 27 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ბევრი მათგანი ახალგაზრდა წვევამდელია.

რუსეთმა დაკარგა 3 000-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა, დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანა, ვერტმფრენები, დრონები და ყველა მისი სახელმწიფოებრივი პერსპექტივა.

რისთვის ეს ყველაფერი? დროებით ოკუპირებულ გენიჩენსკში ლენინის ძეგლი რომ იდგეს ცოტა ხნით? სხვა შედეგი რუსეთში არ არის და არც იქნება.

დღეს ფაქტობრივად ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მიწა სწრაფად გავათავისუფლოთ.

ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ყოველდღე ვმუშაობთ, რომ ომი უფრო მოკლე იყოს.

ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე. ევროპის ქვეყნებიდან, თავისუფალი სამყაროს ქვეყნებიდან.

მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდისა და ჩვენთვის, უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე.

ეს არის ერთადერთი რეცეპტი რუსეთის შემოჭრის ფონზე თავისუფლების დასაცავად. დასავლური სახელმწიფოებისთვის კი, ეს მხოლოდ ხარჯი არ არის.

ეს არ არის ბუღალტერია. საუბარია მომავალზე.

მსოფლიომ უკვე გააცნობიერა, რომ რუსეთის მიერ ჩვენი პორტების ბლოკადა და ეს ომი ფართომასშტაბიანი სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს.

რუსი ოფიციალური პირები ასევე გულწრფელად ემუქრებიან მსოფლიოს იმით, რომ ათეულობით სახელმწიფოში იქნება შიმშილი.

და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთ შიმშილს?

რა სახის პოლიტიკურ არასტაბილურობას და რა სახის მიგრაციულ ნაკადებს გამოიწვევს ეს?

რა თანხა უნდა დაიხარჯოს შედეგების დასაძლევად?

ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცენ მათ, ვინც ანელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტებს ან ცდილობს, გადადოს უკრაინის დახმარება.

ომის ყოველი დღე გლობალური საფრთხეების ზრდაა, ეს არის ახალი შესაძლებლობები რუსეთისთვის, რომ არასტაბილურობის პროვოცირება მოახდინოს მსოფლიოს სხვა რეგიონებში და არა მარტო აქ, ევროპაში", – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას" - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაზე

* „ივანიშვილმა გამოყარა მსუყედ დაფინანსებული არალეგალური ექსპერტ-ანალიტიკოსები, დაველოდოთ, კიდევ დაემატებიან“ - შალვა ნათელაშვილი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794764373

ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ