EuropaToday - “ის რაც ხდება უკრაინაში უკვე მოხდა საქართველოში! ვინ იქნება შემდეგი?”
იტალიურენოვანი EuropaToday აქვეყნებს სტატიას სათაურით - “ის რაც ხდება უკრაინაში უკვე მოხდა საქართველოში! ვინ იქნება შემდეგი?” და ჰყვება, როგორ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი და როგორ ზედმიწევნით იმეორებს პუტინი საქართველოში განხორციელებულ მოქმედებებს.
ის რაც უკრაინაში ხდება, ნაბიჯ-ნაბიჯ გამეორებაა იმ გეგმის, რაც რუსეთმა საქართველოში, ევროპის XXI საუკუნის პირველ კონფლიქტში 2008 წელს საქართველოში განახორციელა. დღეს, ისევე როგორც მაშინ, თვალწინ გვაქვს NATO-ში შესვლის მსურველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიების ნაწილსაც აკონტროლებენ პრორუსული სეპარატისტული ძალები, რომლებიც დახმარებას მოსკოვს სთხოვს და კრემლიც აკმაყოფილებს მათ მოთხოვნას მშვიდობის სახელით. მაშინ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრემიერმინისტრი იყო, ახლა ქვეყნის პრეზიდენტია.
საქართველოში ომი დაიწყო (ე.წ.) სამხრეთ ოსეთში განხორციელებული მცირე მოქმედებებით. შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა, რუსეთის დახმარებით 90-იან წლებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ნელ-ნელა რუსეთმა გააძლიერა სეპარატისტული ძალები, ეხმარებოდა ეკონომიკურად და გაავრცელა რუსეთის მოქალაქეობა ამ ტერიტორიებზე. სწორედ ეს გააკეთა მოსკოვის უკრაინაში 2014 წელს დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.
(ე.წ.) სამხრეთ ოსეთში ომის დაწყების საბაბი, სეპარატისტებსა და ქართულ ძალებს შორის მცირე შეტაკებები გახდა. ოფიციალური თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის სეპარატისტებს ადანაშაულებდნენ ცეცხლის გახსნაში. პუტინი პირიქით, თბილისს ადანაშაულებდა რომ მისი სამიზნე პრორუსი ეროვნული უმცირესობები იყვნენ. სწორედ ეს მიზეზი გამოიყენა პუტინმა, რომ მშვიდობის დაცვის ეგიდით, ამ ტერიტორიებზე შესულიყო.
ამ ყველაფრის დონბასთან პარალელის გავლება, ძალიან მარტივია. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. (ე.წ.) სამხრეთ ოსეთში ომი რამდენიმე დღე გაგრძელდა.
საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ (ევროკავშირის სახელით, კიდევ ერთი მსგავსება დღევანდელ ვითარებასთან) საომარი მოქმედებების ოფიციალური დაწყებიდან 12 დღის შემდეგ მოახერხა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.
როგორც Reuters-ი იხსენებს, რუსეთმა "გამოიყენა ეს კონფლიქტი და სეპარატისტული რეგიონების აღიარება, რათა გაემართლებინა განუსაზღვრელი ვადით და დოზით სამხედრო ძალებით ყოფნა ახლომდებარე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რათა ასევე განუსაზღვრელი ვადით დაჰპირისპირებოდა საქართველოს NATO-ში მისწრაფებებს და უარი ეთქვა საკუთარი ტერიტორიის სრულ კონტროლზე". ფაქტობრივად, მოსკოვმა მოახერხა ევროატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლის პროცესის გაყინვა. მიაღწევს თუ არა იგივე წარმატებას რუსეთი უკრაინასთან?
სხვა სიახლეები:
📌 პრორუსი მატეო სალვინი პუტინის სამხედრო აგრესიას გმობს
📌 იტალიის პრემიერი: "იტალიის მთავრობა გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე"
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































