უკრაინამ ნიდერლანდებს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე თხოვნით მიმართა
უკრაინამ ნიდერლანდებს F-16 მოიერიშე თვითმფრინავის გადაცემის თაობაზე თხოვნით მიმართა.
ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი ადასტურებს.
მინისტრის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ "თავისუფლების ფრთები" მოითხოვა, რაც სრულად გასაგებია, თუმცა, ოლონგრენის თქმით, ეს რთული პროცესია.
"ჩვენ უნდა განვიხილოთ F-16-ების ხელმისაწვდომობა აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან და სერიოზულად უნდა შევხედოთ მოსალოდნელ შედეგებს. არ შეიძლება, ეს ერთ ღამეში მოხდეს. ამ საკითხზე გულწრფელები უნდა ვიყოთ", – აღნიშნა მინისტრმა.
20 იანვარს რამშტაინის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა და შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავების მიწოდება განეხილათ.
31 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს.
"არა" - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტს თეთრ სახლში კითხვაზე, აპირებდა თუ არა აშშ F-16-ების მიწოდებას.
მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა უკრაინას ტანკები მიაწოდეს, კიევი დასავლეთს სთხოვდა მეოთხე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები F-16-ები მიეწოდებინა.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის თქმით, პილოტებს F-16-ების მართვის შესასწავლად დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794654491
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი: თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას
1991-92 წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხვეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ...
1794652194
ახალი ამბებილევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გა...
1794650718
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ ქართული ნიურნბერგის პროცესზე თავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ თავს ქართული ნიურნბერ...
1794649001
ახალი ამბები15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი...
1794646973
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დააჯილდოვა
თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძ...































