უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებული განაცხადი შეაქვს

უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებული განაცხადი შეაქვს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

„დე ფაქტო ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა ნატო-სკენ. დე ფაქტო ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი რეალურია უკრაინისთვის – რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობების ყველა ასპექტში.

ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ჩვენს ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი.

დღეს უკრაინას დე ფაქტო შეაქვს განაცხადი, რომ ეს დე იურე აქციოს პროცედურით, რომელიც იქნება მთელი ჩვენი თანამეგობრობის დასაცავად ჩვენი მნიშვნელობის შესაბამისი. დაჩქარებული წესით. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს, ხელს ვაწერთ უკრაინის განაცხადს ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ იცის, რომ ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შესაძლებელია, რადგან ეს უკვე იხილა ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, რომლებმაც ალიანსში გაწევრიანება MAP-ის გარეშე მიმდინარე წელს დაიწყეს.

ზელენსკის თქმით, ნატო-ში კონსენსუსის მიღწევამდე, უკრაინა სთავაზობს, განხორციელდეს კიევის ინიციატივა უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795348594

ახალი ამბები

გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგ...

გენადი არველაძე

1795345991

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა საუბარი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგ...

ირაკლი კირცხალია

1795344967

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს“, - ასე გამოეხმაურა საპ...

ირაკლი კირცხალია

1795343201

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მთელი გუნდის სახლით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და გადარჩენილებს მალე გამოჯანმრთელებასა და მხნეობას ვუსურვებ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს, გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მა...

ირაკლი კირცხალია

1795342409

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება“,...

ირაკლი კირცხალია