ზელენსკი: საჭიროა, უკრაინის ქალაქების აღსადგენად სამუშაოები დაიწყოს ახლა, ომის დასრულებამდე

"უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა აღვადგინოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, ჩვენი ქალაქები და სოფლები, იმის გათვალისწინებით, რომ გვყავს დროებით იძულებით გადაადგილებული პირების დიდი რაოდენობა", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკის თქმით, საჭიროა, უკრაინის ქალაქების აღსადგენად სამუშაოები დაიწყოს ომის დასრულებამდე.

„საჭიროა, რომ ჩვენი ქალაქების აღსადგენად სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყოს უკვე ახლა, ომის დასრულებამდე მოცდის გარეშე, რადგან ხალხი ცხოვრობს ახლა;

ხალხს დღეს სჭირდება ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება.

მადლობელი ვარ სოლიდარობის ფონდის ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა.

ეს ფონდი უნდა გახდეს უკრაინის ეკონომიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის და ომის შემდგომი აღდგენის მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი.

რთული გამოწვევები საჭიროებს დაუყოვნებლივ ქმედებებს.

ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი ქმედებები, რადგან მხოლოდ ერთად შეგვიძლია და დავძლევთ ყველაფერს და მივაღწევთ წარმატებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ევროკავშირის მხრიდან წევრობის მხარდაჭერას ელოდება.

„რაც შეეხება ევროკავშირში ჩვენს მომავალ წევრობას, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს არის პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის სიძლიერისთვის, რომელიც იცავს ჩვენს მიწას რუსი ოკუპანტებიგან იარაღის გარეშეც.

ველოდებით, ყველაფერი გავაკეთეთ, ვუპასუხეთ თითქმის ყველა შეკითხვას, გადავეცით შევსებული კითხვარი ევროკავშირის ელჩს.

ასე რომ, ველოდებით შეხვედრას ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე;

ვიმედოვნებთ და ველოდებით ევროკავშირის მხრიდან წევრობის მხარდაჭერას, ასევე თქვენს პირად მხარდაჭერას, ძვირფასო შარლ მიშელ“, – მიმართა ზელენსკიმ სტუმარს.

უკრაინაში შარლ მიშელი იმყოფება.

სხვა სიახლეები:

📍ოკუპირებულ ბერდიანსკში დამპყრობლებმა მერის მოადგილედ დამლაგებელი დანიშნეს

📍ოკუპირებულ ბერდიანსკში დამპყრობლებმა მერის მოადგილედ დამლაგებელი დანიშნეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745254500

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე

 საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი

1745254131

ახალი ამბები

თეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე

 უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...

თეოლოგი გიორგი გვასალია

1745250119

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...

პუტინი

1745247202

ახალი ამბები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...

პოლიცია

1745246631

ახალი ამბები

რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე გარდაიცვალა

71 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რეჟისორის შემოქმედება ქართული ანიმაცი...

დავით სიხარულიძე