ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი შონ „დიდი“ კომბსი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს
ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი შონ „დიდი“ კომბსი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ, ფლორიდაში მდებარე 48 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლის უზრუნველყოფით ითხოვენ.
ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრა შაპირომ ასევე შესთავაზა სასამართლოს შონ კომბსის შინაპატიმრობაში მოთავსება 24-საათიანი მონიტორინგით, მისთვის სავარაუდო მსხვერპლთან ან თვითმხილველებთან კონტაქტის აკრძალვის პირობით.
ცნობისთვის, შონ კომბსი, რვა კვირაზე მეტია, ბრუკლინის ციხეშია, სადაც ის სექსუალური ტრეფიკინგში ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული. პროკურატურის მტკიცებით, კომბსი იყენებდა თავის ბიზნესიმპერიას, მათ შორის ხმის ჩამწერ კომპანია Bad Boy Entertainment-ს ქალებისა და კაცების ტრეფიკინგისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღოთ დახურულ წვეულებებში, სადაც სექსუალური წარმოდგენები იმართებდა.
როგორც „როიტერი“ წერს, რეპერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე სამჯერ უთხრეს უარი. მოსამართლეები მიუთითებენ, რომ ბრალდებულმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს თვითმხილველებზე.
ამასთან, აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, არუნ სუბრამანიანმა, რომელიც რეპერის სისხლის სამართლის საქმეს ზედამხედველობს, არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა ინფორმაციის გაუთქმელობასთან დაკავშირებით. შონ კობსი და მისი დაცვის მხარე ითხოვდნენ, რომ ბრალდების მხარეს აკრძალვოდა საქმეზე საჯაროდ საუბარი.
შონ კობსის სასამართლო პროცესი 5 მაისისთვის არის დაგეგმილი. თავად 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარის მიერ აღწერილი სექსუალური ქმედებები ნებაყოფლობითი იყო.
1731429645
საზოგადოებასაქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ვეტერანი მოჭიდავე, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში კონსტანტინე ღუღუნიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცი...
1731426971
სოციალური მედია„ანდრიას ნათლობა“ – გიორგი ძოწენიძე შვილის ნათლობიდან ახალ კადრებს გვიზიარებს
„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე მამა უკვე მეორედ გახდა – მას და მის მეუღლეს მია მაჩაბელს ბიჭი შეეძინათ. ახალშობილს ანდრია დაარქვეს. წყვილმა შვილი უკვე მონათლა და ახალ კადრებს ნათლობიდან, სოციალურ ქსელ...
1731422516
სპორტისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვილი სანიოლს ახალი კონტრაქტი გაუფორმა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართ...
1731421442
საზოგადოებაპარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს - ცესკოს პასუხი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიების „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ცესკოს მიმართავენ, რომ...
1731419150
ახალი ამბებითბილისში ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს
თბილისის ცენტრში ორი სტუდენტი გარდაცვლილი ნახეს. ცხედრები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაშია აღმოჩენილი. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდების სამძებრო ოპერაცია პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რ...