„არ დავუშვებთ, ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრა.
ზელენსკი ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, ცნობილია თუ არა მისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის განხილვის დეტალები დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის ბოლო საუბრის დროს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს საკითხი, ზოგადად, განიხილებოდა უკრაინელებისა და ამერიკელების შეხვედრამდე და საუდის არაბეთში შეხვედრის დროს.
„ეს ჩვენი ელექტროსადგურია, ჩვენს გარეშე ის ვერ იმუშავებს. ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსებს ძალიან სურთ, რომ ის ჩვენს გარეშე მუშაობდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი ექვსი ბლოკი. უკრაინული მხარე არ დაუშვებს, რომ ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ცდილობს ამაში „ჩაითრიოს“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც, მაგრამ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ამ დრომდე არ ღალატობს უკრაინას.
„სადგური ჩვენია, მისი ექვსი ბლოკი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უკრაინული მხარე არ დაუშვებს, რომ ოკუპირებულ მიწაზე არსებული ელექტროსადგური ოკუპანტისთვის მუშაობდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
1742497047
სპორტისაქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი 3:0 გაანადგურა
უეფას ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 3:0 გაანადგურა. პირველი გოლი გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმა, შემდეგ კი "ჯვაროსნების" მხრიდან დუბლი გიორგი მიქაუტაძემ გაიფორ...
1742491947
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელს, რომელმაც ღაზაში ბრძოლა განაახლა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, რამაც ფაქტობრივად დაასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასთან“.ამის შე...
1742489671
საზოგადოებაირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველო-სომხეთის მატჩს დაესწრებიან. ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზ...
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...