ბელგიაში სექსმუშაკებმა დეკრეტში გასვლის და პენსიის უფლება მიიღეს

ბელგია - მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც სექსმუშაკებთან ოფიციალური შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება, ისინი მიიღებენ სამედიცინო დაზღვევას, პენსიას, ასევე დეკრეტულ შვებულებაში და ბიულეტენზე გასვლის უფლება ექნებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახალი კანონის მიღების შემდეგ, ფაქტობრივად, სექსმუშაკების მიმართ დამოკიდებულება ისეთივე იქნება, რვგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენლის მიმართ.

„მე მაშინაც კი მიწევდა მუშაობა, როდესაც ორსულობის მეცხრე თვეზე ვიყავი. კლიენტებთან სექსი მშობიარობამდე ერთი კვირით ადრე მქონდა“, - ამბობს სექსმუშაკი სახელად სოფი.

სოფი ამბობს, რომ ხუთი შვილი ჰყავს და, შესაბამისად, ფული ძალიან სჭირდება.

როდესაც მეხუთე შვილს აჩენდა, საკეისრო კვეთა დასჭირდა და ექიმებმა უთხრეს, რომ 6 კვირის განმავლობაში წოლითი რეჟიმი ესაჭიროება. მაგრამ სოფისთვის ეს შეუძლებელი იყო და მალევე სამუშაოს დაუბრუნდა.

„შვებულებას ვერ ავიღებდი, ფული ძალიან მჭირდებოდა“, - ამბობს სექსმუშაკი.

მისი თქმით, ახალი წესების შემოღების შემდეგ შეძლებს ცხოვრებას, როგორ „სხვა ნორმალური ადამიანები.“

ახალი კანონის მიხედვით, სუტენიორები, რომლებიც სექსის ბიზნესს აკონტროლებენ, ლეგალურად მუშაობას შეძლებენ, მაგრამ მათ საკმაოდ მკაცრი წესები უნდა დაიცვან. მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულ პირებს სექსმუშაკების სამსახურში აყვანა ეკრძალებათ.

მსოფლიოში ათობით მილიონი სექს-მუშაკი არსებობს, ბელგიაში სექს-სამუშაო 2022 წელს დეკრიმინალიზებული იყო. ის სრულიად ლეგალურია გერმანიაში, საბერძნეთში, ნიდერლანდებში და თურქეთში. მაგრამ შრომის ხელშეკრულების და უფლებების შემოღება, რაც ბელგიაში დაანონსდა, მსოფლიოში პირველად ხდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794740197

ახალი ამბები

შიო მესამე: ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი

პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ილაპარაკა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში უძღვებოდა. დღესვე სამების ტაძარში საყოველთაო ნ...

შიო მესამე:

1794738083

ახალი ამბები

ლანჩხუთში მატარებელი ავტომანქანას დაეჯახა – არის მსხვერპლი

ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავგტომანქანის მძღოლი. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაც...

ავტომანქანას დაეჯახა

1794736175

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სერ ბანი იასის ფორუმში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონა...

მაკა ბოჭორიშვილ

1794734788

ახალი ამბები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...

მარნეულის მუნიციპალიტეტი

1794733725

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...

აშშ -ს პრეზიდენტი