დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, უკრაინას სურს გარიგება, რადგან არჩევანი არ აქვთ, რუსეთსაც სურს გარიგება, რადგან არჩევანი არც მათ აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების საკითხში. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს უკრაინასთან, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს რუსეთთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. და შესანიშნავი იქნებოდა ამ ორის ერთად მოყვანა, რომ აღარ მოგვიხდეს ასე საუბარი, ბირთვულ იარაღზე“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.
„შესანიშნავი იქნებოდა, რომ ყველას შეგვეძლოს დენუკლეარიზაცია, რადგან ბირთვული იარაღის სიმძლავრე არის გიჟური“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სურს დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებების განახლება.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული მოლაპარაკებების შესახებ თავისი მოსაზრებები გაუზიარა.
„მე ვფიქრობ, რომ უკრაინას სურს გარიგება, რადგან მათ არჩევანი არ აქვთ. ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთსაც სურს გარიგება, რადგან გარკვეულწილად სხვა გზით – განსხვავებული გზით, რომელიც მხოლოდ მე ვიცი – არც მათ აქვთ არჩევანი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...