დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა - დააკავებენ თუ არა აშშ-ს ექსპრეზიდენტს?
მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კონკრეტული ბრალდებები ჯერჯერობით უცნობია, რადგან საბრალდებო დასკვნა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, მაგრამ ცნობილია, რომ გამოძიება ეხებოდა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა. ამასთან, CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპს ბიზნეს საქმიანობაში თაღლითობასთან დაკავშირებული 30-ზე მეტი ბრალდება აქვს წაყენებული.
დონალდ ტრამპი ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სრულიად უდანაშაულოა".
„ეს არის პოლიტიკური დევნა და ისტორიაში ყველაზე დიდ დონეზე არჩევნებში ჩარევა. მიმაჩნია, რომ ეს არის „კუდიანებზე ნადირობა“, რომელიც ჯო ბაიდენს მძიმე უკუშედეგს მოუტანს“, - აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
ტრამპის ადვოკატებს ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის კენჭისყრის შედეგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპი სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წარდგება.
ეს არის აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ, ან ამჟამინდელ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ.
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ "არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები", ამ საქმეს „პოლიტიკური დევნის სუნი“ ასდის.
“ნამდვილად მჯერა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება დიდ ზიანს აყენებს ქვეყნისთვის და იდეა, რომ პირველად ამერიკის ისტორიაში ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ კამპანიის დაფინანსების საკითხში ჩემთვის - ამას, ჩემი აზრით, უბრალოდ, პოლიტიკური დევნის სუნი ასდის და ვფიქრობ, ამერიკელი ხალხის დიდი უმრავლესობა ამას ასე დაინახავს“, - განაცხადა მაიკ პენსმა CNN-თან საუბარში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵61 წლის ბებია, 37 წლით უმცროს მამაკაცზე დაქორწინდა და შვილის გაჩენას გეგმავს (ფოტორეპორტაჟი)
🔵"რას გავხართ, რას?ყველა უღირსმა მეძავმა ხმა ამოიღო" - ლალი მოროშკინა
🔵რა გელოდება დღეს? - 31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































