ერაყში კანონი განიხილება, რომელიც კაცებს 9 წლის ასაკიდან გოგოებზე დაქორწინების შესაძლებლობას მისცემს
ერაყში, გოგონებისთვის ქორწინების ასაკის 18 წლიდან 9 წლამდე შემცირება იგეგმება, რის შემდეგაც კაცებს მცირეწლოვნებზე დაქორწინების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულის შესახებ nypost-ი წერს.
შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება ასევე ართმევს ქალებს განქორწინების, ბავშვის მეურვეობისა და მემკვიდრეობის უფლებას.
ერაყის პარლამენტში, უმრავლესობა კონსერვატიული შიიტური მუსლიმური პარტიების კოალიციას აქვს, მათი განმარტებით საკანონმდებლო ცვლილებები ახალგაზრდა გოგონების „ამორალური ურთიერთობებისგან“ დაცვას ისახავს მიზნად.
188-ე კანონში შესატანი ცვლილება მეორე მოსმენით 16 სექტემბერს მიიღეს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შიიტური პარტიები ერაყში ცდილობდნენ პირადი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას - მისი შეცვლის მცდელობები ჩაიშალა 2014 და 2017 წლებში, ძირითადად ერაყელი ქალების პროტესტის გამო“, - წერს უცხოური მედია.
ექსპერტები და აქტივისტები ამბობენ, რომ ცვლილება ფაქტობრივად გაანადგურებს ქალთა ყველაზე მნიშვნელოვან უფლებებს ქვეყანაში.
ერაყში უკვე მაღალია ბავშვთა ქორწინების მაჩვენებელი. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, ერაყში ქალების დაახლოებით 28% 18 წლისაა დაქორწინებული.
1738079409
მსოფლიოალიევი: აშშ ეწინააღმდეგებოდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელების წინააღმდეგი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ ს...
1738077231
მსოფლიოპუტინის თანაშემწე - ლონდონი „ასწლიანი შეთანხმებით“ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი კოლონიის შექმნას ცდილობს
კრემლის ლიდერის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, რომელმაც დადო შეთანხმება „ასწლიანი პარტნიორობის“ შესახებ კიევის „რეჟიმთან“, ცდილობს შექმნას საკუთარი კოლონია უკრაინის ტერიტ...
1738075847
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - ვერანაირი შანტაჟი და სანქციები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, მიიღოს ანტიქართული გადაწყვეტილებები, ეს უნდა შეიგნონ ევროპაში
ზეწოლით ვერანაირი შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ვერანაირი შანტაჟი და მსგავსი სანქციები ჩვენს ქვეყანას და მის ხელისუფლებას ვერ აიძულებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ ევ...
1738074331
საქართველოშალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთ...
1738073337
ახალი ამბებირეჟისორ ლაშა რობაქიძის 6 თვის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება
რეჟისორ ლაშა რობაქიძის შვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 6 თვის ადამს ფილტვები და გულის სარქველი აქვს დაზიანებული. ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სანდრო ელოშ...