რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მითხრა - ვერ განვაცხადებთ, რომ არჩევნების შედეგები უკანონო ან არალეგიტიმური იყო; ერთმა ისიც მითხრა, თუ სამიტის მსგავს ღონისძიებაზე მოგვიწევს პრეზიდენტის დაპატიჟება, ყაველაშვილს მოვიწვევთო

 ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა - ვერ განვაცხადებთ, რომ არჩევნების შედეგები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. კვლავ მხოლოდ ხარვეზებზეა საუბარი, - წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი თავის საავტორო სტატიაში.

მისივე თქმით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა ისიც, რომ მათთვის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია და საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურ ვიზიტზე სწორედ მას მიიწვევენ.

„ევროკავშირში და შედარებით ნაკლები დოზით ნატოშიც, კვლავ გაურკვევლობა აქვთ, თუ როგორ იმოქმედონ თბილისთან მიმართებით. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, თუ რა მოხდა გასული წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებზე. ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, ვერ განვაცხადებთ, რომ არჩევნების შედეგები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. კვლავ მხოლოდ ხარვეზებზეა საუბარი. მმართველი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აშშ-ის მსგავსი სანქციების დაწესების საკითხი კი დაიხურა, მწვანე შუქი მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნებიდან დაკავშირებულ სიმბოლურ ზომას აუნთეს. ნატოში კი ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად მითხრა, რომ მოკლე პასუხი კითხვაზე, ვხედავთ თუ არა ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად, არის - კი. ოფიციალურად, ბევრს არაფერს ვამბობთ, თუმცა თუკი სამიტის მსგავს ღონისძიებაზე მოგვიწევს პრეზიდენტის დაპატიჟება, სწორედ მას მოვიწვევთო“, - წერს იოზვიაკი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738173498

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრორუსულად შერაცხილი

ქართული ოცნების მთავრობა, რომელმაც 4 სხვადასხვა სახელმწიფოთაშორისი დავა აწარმოვა და მოიგო რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ვერავის მიერ ვერ იქნება პრო-რუსულად შერაცხილი, - გ...

თეა წულულიანი

1738171786

ახალი ამბები

ჯორჯ ლუკაიდესი: მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს

 „მოვუწოდებთ საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა ჯორჯ ლუკაიდე...

ჯორჯ ლუკაიდესი:

1738171213

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია

 მონიტორინგის კომიტეტმა მოისმინა ჩვენს დელეგაციასთან დაკავშირებული საკითხი და განიხილა ორი ვარიანტი: ა. არ ეცნო ჩვენი უფლებამოსილება; და ბ. ეცნო ჩვენი უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, - ამის შესახე...

თეა წულუკიანი:

1738169643

ახალი ამბები

ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

 ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის კაცი ემსხვერპლა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლიკვიდირება მოახე...

ხანძრის ლიკვიდირება

1738169582

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

 2025 წლის 30 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მაკა ბოჭორიშვილი