ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს

ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ ქალაქ იენინში ისრაელის თავდაცვითი ძალების მიერ რეიდისას ცხრა პალესტინელი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა, რითაც მხოლოდ ამ თვეში 30-მდე გაიზარდა პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის მიერ მოკლულთა რიცხვი. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს მსხვერპლთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა, მათ შორის 30 ბავშვი იყო, რაც 2005 წლის მეორე ინტიფადას შემდეგ მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ევროკავშირი სრულად ცნობს ისრაელის ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაზედაც მოწმობს ბოლოდროინდელი ტერორისტული თავდასხმები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური ძალა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა და მაშინ, როდესაც ეს მკაცრად გარდაუვალია სიცოცხლის დასაცავად.

ევროკავშირი შეშფოთებულია დაძაბულობის გამწვავებით ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოვუწოდებთ ორივე მხარეს, გააკეთონ ყველაფერი ვითარების დეესკალაციისთვის და განაახლონ უსაფრთხოების სფეროში კოორდინაცია, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ძალადობის შემდგომი აქტების პრევენციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

* სალომე ზურაბიშვილი: შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ

* "sos! sos! sos!სააკაშვილი გადაიყვანეთ რეანიმაციაში! კვდება!!!!" - ადვოკატი   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795353692

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ

„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან...

კირცხალია

1795351895

ახალი ამბები

ქუთაისის მერია: ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი, 15-ვე ოჯახი მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში

„ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი“, - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადება...

ქუთაისის მერია

1795350657

ახალი ამბები

თბილისის მერია: სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა

თბილისის მერია ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმ...

თბილისის მერია

1795348594

ახალი ამბები

გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგ...

გენადი არველაძე

1795345991

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა საუბარი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგ...

ირაკლი კირცხალია