ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური ქსელი X შესაძლოა, ასეულობით მილიონი ევროთი დააჯარიმოს

ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური ქსელის „იქსის“ შესახებ წინასწარი გამოძიება დაასრულა და მას შესაძლოა, მრავალმილიონიანი ჯარიმა დააკისროს, - ამის შესახებ გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი წერს.

ევროკომისიის ციფრული სერვისების აქტის ფარგლებში, 2023 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ინტერნეტკომპანიებს მკაცრ რეგულაციებს უწესებს. აქტის ფარგლებში, „იქსს“ ედავებიან სარეკლამო გამჭვირვალობის წესების დარღვევას, გამომძიებლებისთვის საკმარის მონაცემებზე წვდომის შეზღუდვას და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ე.წ. ლურჯი ნიშნის მინიჭებით.

გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „იქსს“, შესაძლოა, ასეულობით მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.

ციფრული სერვისების აქტის წესების მიხედვით, „იქსი“, როგორც ძალიან დიდი პლატფორმა, განსაკუთრებულ ვალდებულებებს იღებს, რომ მიიღებს ზომებს სიძულვილისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ასევე შეზღუდავს ახალგაზრდებში დამოკიდებულების რისკს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795366261

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ნიკოლოზ რაჭველის განცხადებაზე: ოპოზიციის პროპაგანდით, ცნობად სახეს სრული უფლება ჰქონია, სხვებს მოღალატეები ეძახოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის“ ყველა თანამშრომელს მოღალატე უწოდა. „ოპოზიციის პროპაგან...

ცოტნე ანანიძე

1795364828

ახალი ამბები

შს სამინისტრო ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება

შს სამინისტრო ეხმაურება ფეისბუკგვერდ „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასა და ვიდეომასალას, თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამ...

შსს  შსს შსს

1795363222

მსოფლიო

ხანძარი ინდონეზიის საკონდიტრო ქარხანაში - არიან დაღუპულები და დაკარგულები

ინდონეზიის ბანტენის პროვინციაში მდებარე საკონდიტრო ქარხანაში გაჩენილ ძლიერ ხანძარს, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა, 36 თანამშრომელი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, - ამის შესახებ ინფორმაციას guardian-...

ხანძარი

1795360795

მსოფლიო

WP: ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა

ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში პრინციპულად დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალი...

ვლადიმერ პუტინი

1795359169

ახალი ამბები

სროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...

ყვითელი ლენტი