ისრაელში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვენ

უკვე რამდენიმე თვეა ისრაელში, კერძოდ კი, თელ-ავივში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ისრაელში მცხოვრები ჟურნალისტი, მალხაზ ბასილაია ამ წუთებში დედაქალაქში მიმდინარე აქციაზე იმყოფება. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, აქციის მონაწილეების თქმით, ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა და მოქალაქეები მხარს უჭერენ დემოკრატიულ პრინციპებს. მომიტინგეების პოზიციის თანახმად, მათ არ სჭირდებათ კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის პრემიერზე იქნება მორგებული.
"კონსტიტუცია, რომელიც არასდროს არ ჰქონია ისრაელს, მოქმედ პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს რომ მიიღოს. ისრაელში მოქალაქეები თავდაპირველად მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ, რის შემდეგაც პრემიერმა შეაჩერა კონსტიტუციის დამტკიცების პროცესი, თუმცა, მას პარლამენტში მხარდამჭერებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, ამიტომ უცნობია რა შედეგი ექნება საპროტესტო გამოსვლებს. ხალხი ქუჩაში გამოვიდა, რადგან ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის მიღებით ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს ქვეყანაში დიქტატურის დამყარება”, - ამბობს ExclusiveTV-სთან თელ-ავივში აქციაზე მყოფი ემიგრანტი, ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია.
ასევე, ცნობილია, რომ პროტესტი ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ, თავდაცვის მინისტრ, იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოჰყვა, რომელიც, თავის დროზე ნეთანიაჰუს საყრდენად ითვლებოდა. ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულობის შესაბამისად, შესაძლოა, თავად, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში, რადგან მომიტინგეები მის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები პროტესტის ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ საკითხებსაც ასახელებენ, კერძოდ კი, სკოლის გაფიცული მასწავლებლების რაოდენობის ყოველდღიურ ზრდას. როგორც ირკვევა, პედაგოგები უკვე წელიწადზე მეტია სახელფასო ანაზღაურების მომატებას ითხოვენ, თუმცა, არაერთი დაპირების მიუხედავად, მათი ხელფასები არ გაზრდილა.
ჩვენი ინფორმაციით, ისრაელში მოქალაქეები საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თანამდებობიდან გადადგეს. მომიტინგეები მათი მოთხოვნის ძირითად მიზეზად კი იმ კონსტიტუციის მიღების მცდელობას ასახელებენ, რომელიც ნეთანიაჰუს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად სურს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელში საპროტესტო აქციები თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოჰყვა. როგორც ცნობილია, წუხელ, ისრაელის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა ათეულობით ათასი ადამიანი.
თელ-ავივში დემონსტრანტებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მცირე ხნით შეძლეს უსაფრთხოების ძალების კორდონის გარღვევა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
26 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელმაც 25 მარტს მთავრობას მოუწოდა, შეეჩერებინა სასამართლო რეფორმის განხორციელება, რადგან ის ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნიდა საფრთხეს.
მზეკო ჟვანია
1746947978
მსოფლიოპუტინი: არასდროს უარი არ გვითქვამს უკრაინულ მხარესთან დიალოგზე, გადაწყვეტილება ახლა უკრაინის ხელისუფლებასა და მათ კურატორებზეა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევი დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების დარღვევაში. მისივე განცხადებით, უკრაინამ „დემონსტრაციულად, დაახლოებით 130-ჯერ“ დაარღვია 30-დღიანი მორატო...
1746945933
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ჩინეთთან გადატვირთვის შესახებ ტრამპის განცხადებაზე: რას იტყვიან ახლა ე.წ. მეგობარი აქტის სათაურის ავტორები და მათი აგენტები? კიდევ ერთხელ დადასტურდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ სხვის ჭკუაზე არ უნდა ვიაროთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნებს შორის სრული გადატვირ...
1746943596
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ეს იყო პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული დღის შედეგები შეაჯამა და მას რუსეთისა და უკრაინისთვის „პოტენციურად დიდი დღე“ უწოდა. შესაბამისი განცხადება მან საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოაქვეყნა....
1746906776
საზოგადოებაბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა, დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ბათუმის მერია
ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან,...
1746906553
ახალი ამბებითბილისში მიმდინარე პარაწოლჭიმის მსოფლიოს თასის პირველ დღეს ქართველმა ძალოსანმა გოგონებმა სამი მედალი მოიპოვეს
თბილისში პარაწოლჭიმის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ქართველმა ძალოსანმა გოგონებმა ტურნირის პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს, მათ შორის ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს. ქართველი პარასპორტსმენი მირანდა გიგ...