კრემლი ტრამპის განცხადებაზე: უკრაინის ომი არ არის დამოკიდებული ნავთობის მსოფლიო ფასებზე
კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი, დმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ნავთობის ფასების შემცირებამ, შესაძლოა, უკრაინაში ომი დაასრულოს.
პესკოვის განცხადებით, უკრაინის ომი არ არის დამოკიდებული ნავთობის მსოფლიო ფასებზე.
„არა, ეს კონფლიქტი არ არის დამოკიდებული ნავთობის ფასებზე. კონფლიქტი მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის გამო, ცნობილ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსების საფრთხის გამო და ამერიკელებისა და ევროპელების სრული უარის გამო რუსეთის წუხილის მოსმენაზე“, - აცხადებს დმიტრი პესკოვი.
დონალდ ტრამპმა 23 იანვარს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ნავთობის გლობალური ფასების შემცირებას სურს მიაღწიოს, რითაც მისი აზრით, შესაძლებელი იქნება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულება.
„მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დასწიონ ნავთობის ფასი. უნდა დაწიოთ! სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რომ ეს არჩევნებამდე არ გააკეთეს. ახლა ფასი საკმარისად დიდია, რომ [უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის] ომი გაგრძელდეს… ნავთობის ფასი უნდა დაწიოთ, რათა ეს ომი დასრულდეს. შეგიძლიათ ამ ომის დამთავრება,“ - განაცხადა ტრამპმა.
1794514910
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორ კვირაში, თავისი აქტივების უდიდეს ნაწილზე შეუზღუდეს წვდომა, ჩვენი საზოგადოება ხომ ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი?!
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს დე ფაქტოდ, [რუსეთ-უკრაინის] ომის დაწყებიდან ორ კვირაში. თავისი აქტივების უდიდეს ნაწილზე შეუზღუდეს წვდომა. ჩვენი საზოგადოება ხომ ძალიან კარგად ათვითცნობიერებს, თუ...
1794514845
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს
„ჩვენ ვართ ღირსეული ერის ღირსეული ხელისუფლება, უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა ქართველმა ხალხმა და დღეს ვეღარავინ მოატყუებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1794514141
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!
„ცესკო და მოსამართლეები თუ აკონტროლა ბრიუსელმა, რა სუვერენიტეტზეა საუბარი?!“ - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხა...
1794514107
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს
„ჩვენც გვჭირდება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, დიალოგი უნდა განახლდეს...
1794513219
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ
„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...






























