კვიპროსი ნატოში გაწევრიანების გეგმაზე მუშაობს - ბერძნული მედია

 კვიპროსი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გეგმაზე მუშაობს. ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Kathimerini ავრცელებს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს საკითხი ვაშინგტონში კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ხრისტოდულიდისის ვიზიტის დროს განიხილებოდა. კვიპროსის ლიდერი აშშ-ში შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა.

„ნიქოზიამ შეადგინა გეგმა, რომლის საბოლოო მიზანი ნატოში კვიპროსის გაწევრიანებაა. კვიპროსის ხელისუფლებას ესმის, თუ რა სერიოზულ დაბრკოლებებს შეხვდება ამ გზაზე“, - წერს Kathimerini.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კვიპროსის გასაწევრიანებლად ამ ქვეყნის და ნატოს „ეტაპობრივი დაახლოება“ მოხდება.

ამავე წყაროს ცნობით, აშშ-ის თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ამ გეგმას „წაუგებელი ვარიანტი“ უწოდა. მისი თქმით, მოვლენათა ამ სცენარით განვითარება „სერიოზულ პერსპექტივებს“ ქმნის.

ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც ნატოში კვიპროსის გაწევრიანებას შეიძლება ხელი შეუშალოს, თურქეთია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში კვიპროსს დამოუკიდებელ ქვეყნად არ აღიარებს.

ცნობისთვის, 2023 წლის აპრილში ნატოს წევრი ფინეთი გახდა, ხოლო 2024 წლის მარტში ალიანსს შვედეთიც შეუერთდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი