Liberties: ევროკავშირის ქვეყნებში 2024-2025 წლებში კანონის უზენაესობის პრობლემები და დემოკრატიის დაღმასვლა ფიქსირდება

ორგანიზაცია „ევროპისთვის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა“ (Liberties) კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ევროკავშირში 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში კანონის უზენაესობის პრობლემებსა და დემოკრატიის დაღმასვლაზეა საუბარი.
კვლევაში დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია განხილული. კერძოდ, დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში პოლიტიკურმა მანიპულაციებმა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას ძირი გამოუთხარა. მთელ ბლოკში მართლმსაჯულების სისტემა რესურსების უკმარისობის გამო არაეფექტურია.
ცალკე თავი ეთმობა კორუფციასთან ბრძოლას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების მიმართ ნდობა შემცირებულია იმის გამო, რომ სასამართლო გახმაურებულ კორუფციულ საქმეებს სათანადოდ არ იკვლევს. ისინი მოწმეებისა და მამხილებლების არასათანადო დაცვა უზრუნველყოფენ.
ორგანიზაციას ცალკე აქვს განხილული მედია გარემო ევროკავშირში, სადაც აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი რეგრესი ამ სფერომ განიცადა. სახელმწიფო მედია მთავრობების მხრიდან მუდამ იყო ჩარევის ობიექტი. გარდა ამისა, დაბალ დონეზე არის მედია-მფლობელების გამჭვირვალობა და ბაზრის პლურალიზმი.
ევროკავშირში ცუდად მუშაობს გადამოწმებისა და ბალანსის სისტემა. კვლევის თანახმად, თითქმის ყველა ქვეყანა ბოროტად იყენებდა დაჩქარებული წესით კანონების მიღების საშუალებას. არჩევნების სამართლიანობას ჩრდილი ადგება პოლიტიკური მასალებით მანიპულაციის გამო.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ცილისმწამებლურ კამპანიას ეწეოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელის შესაშლელად და მათი დაფინანსების შეზღუდვის გამართლებისთვის, ხოლო პროტესტის უფლება პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამო შეზღუდული იყო.
კვლევაში ცალკე ადგილი ეთმობა ევროკავშირში ადამიანის უფლებებს. დოკუმენტის ავტორების თქმით, „მემარჯვენეების“ მხრიდან მიგრანტების მიმართ მტრული დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მთელ პოლიტიკურ სპექტრზე აისახა და საბოლოო ჯამში უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის შემოღების მიზეზი გახდა. ეს თავშესაფრის მაძიებლების უფლებებს საფრთხეში აგდებს. გარდა ამისა, ამ ფაქტორმა ევროპაში ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების მიმართ ზიზღის გაღვივებას შეუწყო ხელი.
აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, კვლევის ავტორებმა ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთთან დააჯგუფეს და ხუთ კალათაში მოათავსეს. პირველ კალათაში შევიდნენ ესტონეთი, პოლონეთი და ჩეხეთი. ამ ქვეყნების მთავრობებმა კანონის უზენაესობის გაუმჯობესებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადასდგეს, თუმცა ხელშესახები ცვლილებები არ ფიქსირდება.
მათ მოჰყვებიან ირლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი, საბერძნეთი და მალტა, რომლებიც აგრეთვე კანონის უზენაესობის მაჩვენებლის დაცემის რისკის ზონაში არიან.
მესამე კალათაში განთავსდნენ ბელგია, გერმანია, შვედეთი და საფრანგეთი. კვლევის ავტორების თქმით, ამ ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაღმასვლა მკვეთრად გამოხატულია.
მეოთხე კალათაში შევიდნენ იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ამ ქვეყნებმა მიზანმიმართულად და სისტემურად დაასუსტეს კანონის უზენაესობა ყველა სფეროში.
ბოლო, მეხუთე კალათაში უნგრეთი არის მოთავსებული. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტები იმ დონემდე დაეცა, რომ დღეს ის ევროკავშირის წევრი არ გახდებოდა.
1742497047
სპორტისაქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი 3:0 გაანადგურა
უეფას ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 3:0 გაანადგურა. პირველი გოლი გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმა, შემდეგ კი "ჯვაროსნების" მხრიდან დუბლი გიორგი მიქაუტაძემ გაიფორ...
1742491947
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელს, რომელმაც ღაზაში ბრძოლა განაახლა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, რამაც ფაქტობრივად დაასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასთან“.ამის შე...
1742489671
საზოგადოებაირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველო-სომხეთის მატჩს დაესწრებიან. ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზ...
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...