მაკრონმა ტრამპთან და ირანის პრეზიდენტთან ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მან ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებთან, დონალდ ტრამპთან და მასუდ პეზეშკიანთან ისაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, პრეზიდენტებთან მისი საუბარი 13 აპრილს შედგა. საუბრის დროს საფრანგეთის ლიდერმა მხარეებს ისლამაბადში შეჩერებული მოლაპარაკებების განახლებისკენ, ასევე, გაუგებრობების გარკვევისა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყველა მხარემ მკაცრად დაიცვას და ის ლიბანზეც გავრცელდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება სწრაფად, უპირობოდ, შემოწმებისა და გადასახადების გარეშე გაიხსნას“, - ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ამ საკითხთან დაკავშირებით პარიზში პარასკევს, 17 აპრილს, კონფერენციას გამართავენ.
Je me suis entretenu hier avec le Président iranien Massoud Pezeshkian, ainsi qu'avec le Président américain Donald Trump.
J’ai appelé à reprendre les négociations interrompues à Islamabad, à clarifier les malentendus, et éviter de nouvelles phases d'escalade.…
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) April 14, 2026
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























