"მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა" - მედია
მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ბრიტანეთის პარლამენტში მივიდნენ. მეფე ჩარლზმა ბრიტანეთის პარლამენტს პირველად მიმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მანამდე, საკანონმდებლო ორგანოში ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოთქვეს. ლორდთა პალატის სპიკერის, ლორდ მაკფოლის განცხადებით, დედოფალი იყო ხალხის ლიდერიც და მსახურიც, ხოლო მისი თავმდაბლობა და პატიოსნება ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა.
მეფე ჩარლზ მესამემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პარლამენტი დემოკრატიის სიცოცხლისა და სუნთქვის უმთავრესი ინსტრუმენტია. დედოფალზე საუბრისას მან ამონარიდი მოიშველია უილიამ შექსპირის ნაწარმოებიდან და აღნიშნა, რომ ელისაბედ მეორე იყო „ნიმუში ყველა ცოცხალი პრინცისთვის“.
„როდესაც დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ, არ შემიძლია არ ვიგრძნო ისტორიის სიმძიმე, რომელიც ჩვენ გარშემოა და რომელიც გვახსენებს სასიცოცხლო მნიშვნელობის საპარლამენტო ტრადიციებს, რომლებსაც ორივე პალატის წევრები უძღვნიან საკუთარ თავს ასეთი ერთგულებით, ყველა ჩვენგანის გასაუმჯობესებლად.
ლორდებო და თემთა პალატის წევრებო, ჩვენ დღეს შევიკრიბეთ დედოფლის ერთგული, დიდებული სამსახურის გასახსენებლად მისი ერებისა და ხალხებისადმი.
იგი გვიჩვენებს უანგარო მოვალეობის მაგალითს, რომელსაც ღვთის დახმარებითა და თქვენი რჩევით, გადავწყვიტე მივყვე ერთგულად“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მეფემ.
პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, ჩარლზი და კამილა ედინბურგში გაემგზავრებიან, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორეს გადაასვენებენ. ედინბურგის ტაძარში კი შოტლანდიელებს დედოფალთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ. ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...































