მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, საემიგრაციო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 39 ადამიანი გარდაიცვალა მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად-ხუარესში მდებარე საემიგრაციო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ 71 მიგრანტი აიყვანეს ქალაქის ქუჩებიდან.

CNN წერს, რომ ჯერჯერობით ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს არ გაუვრცელებია.

თუმცა, ერთ ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ ცენტრში მყოფი მიგრანტების უმეტესობა ვენესუელიდან იყო.

CNN-ის ცნობით, ეს ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო მექსიკაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746904650

მსოფლიო

„როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავისუფლებისთვის იბრძვიან, ჩვენ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას“ - „კიევ პრაიდი“ ორ მარშს აანონსებს და LGBTQ+ ადამიანების დაცვისთვის კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს

 უკრაინული ორგანიზაცია KYIVPRIDE – „კიევ პრაიდი“, რომელიც ქვეყანაში LGBTQI+ საკითხებზე მუშაობს, ივნისში ორ მარშს აანონსებს. ორგანიზაცია მანიფესტს ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების...

კიევ პრაიდი

1746901274

საზოგადოება

გორდულაძე ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობაზე: უბრალოდ ნიუსის შესაქმნელად რაღაც აქტივობებს რომ ახორციელებენ, ეს არის მცდელობა, საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები უბრალოდ ნიუსის შესაქმნელად თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაც აქტივობებს ახორციელებენ, სი...

არჩილ გორდულაძე

1746899518

ახალი ამბები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მისაღებად განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 19 მაისს დაიწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო...

მასწავლებლის ეროვნული პრემ

1746896131

მსოფლიო

პესკოვი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პუტინის შეთავაზებაზე კიევს რეაქცია არ ჰქონია, ამიტომ ამ მხრივ სიტუაცია კვლავ წინააღმდეგობრივია

 კიევი არ გამოხმაურებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებას წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების შესახებ, ამიტომ სიტუაცია კვლავ საკამათოა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტ...

პესკოვი

1746893566

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

 სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. „10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა...

„ძლიერი წვიმა