პენტაგონის ხელმძღვანელი: რუსეთს არ აქვს ყველა უპირატესობა უკრაინაში
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, რუსეთს უკრაინაში გარკვეული უპირატესობა აქვს, კრემლის წინაშე მზარდი პრობლემებია, რაც მისი მიღწევების კონსოლიდაციის ნებისმიერ მცდელობას გაართულებს. ამის შესახებ Bloomberg News-თან ინტერვიუში პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინის თქმით, მაშინაც კი, თუ რუსეთი უკრაინასთან ომში მიიღებს ყველაფერს, რაც სურს, ეს მას მომავალში ძვირად დაუჯდება.
„არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთს აქ უპირატესობა აქვს და ყველა კარტს ფლობს. მას აქვს გარკვეული უპირატესობები, მაგრამ ის მთლიანად არ დომინირებს ამ განტოლებაში. თუ ის მიიღებს იმას, რაც სურს, ეს მომავალში ძვირად დაუჯდება“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
ოსტინის თქმით, ეს მოსაზრება გათვალისწინებული უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ ბიძგში, რომელიც შესაძლოა ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ განახორციელოს.
როგორც მან აღნიშნა, რუსები „არც გამოწვევების გარეშე არიან“ - „ისინი ჩრდილოეთ კორეაში, ირანში წავიდნენ დახმარების, იარაღისა და საბრძოლო მასალის მისაღებად, ახლა კი სამხედრო პერსონალის მოსაპოვებლად“. კიევისა და მისი მოკავშირეების თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა.
იმავდროულად, უკრაინა აგრძელებს თავისი შესაძლებლობების განვითარებას, აღნიშნა ოსტინმა.
პენტაგონის უფროსის თქმით, უკრაინის დიდი ტერიტორიების ოკუპაცია ასევე მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი.
„რუსეთს მის შესანარჩუნებლად დიდი სახმელეთო ძალების ინვესტირება მოუწევს”, - განაცხადა ოსტინმა.
ამასთან, ოსტინმა უპასუხა ზოგიერთი ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირების კრიტიკას, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მხარდასაჭერად მკაფიო სტრატეგია არ აქვს.
„ის, რაც მან გააკეთა, იყო უკრაინის დახმარება გადარჩენაში, თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვაში. 700 000 ჯარისკაცის დაკარგვა, დაჭრილებისა და დაღუპულების - ეს წარმოუდგენელი იქნებოდა სამი წლის წინ [როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო]“, - აღნიშნა ოსტინმა.
რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის დახმარების სტრატეგიული წარმატების კიდევ ერთ მაგალითად პენტაგონის ხელმძღვანელმა სირია გაიხსენა. ოსტინის აზრით, იმის გამო, რომ პუტინმა მთელი ძალისხმევა უკრაინისკენ მიმართა, მან ვერ შეძლო სირიელი მოკავშირის, ჩამოგდებული პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის დახმარება.
ოსტინის თქმით, სირიაში მთავარ საზღვაო ბაზაზე წვდომის გარეშე, ეჭვქვეშ დგება პუტინის შესაძლებლობები, გააგრძელოს თავისი ძალისხმევა აფრიკაში.
1736433968
ახალი ამბები19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა
ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...
1736432411
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...
1736431163
ახალი ამბები„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...
1736428594
მსოფლიო„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...
1736428384
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...