რუსეთში იერიში მიიტანეს ნავთობის საცავზე, რომელიც სამხედრო აეროდრომს საწვავით ამარაგებდა
რუსეთში, კერძოდ სარატოვის ოლქში, 8 იანვარს იერიში მიიტანეს ნავთობის საცავზე, რომელიც საწვავით ამარაგებდა სამხედრო აეროდრომს „ენგელსი -2“. ამის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, სამიზნე ტერიტორიაზე არაერთი აფეთქება მოხდა, რამაც ფართომასშტაბიანი ხანძარი გამოიწვია.
„დღეს ღამით, იერიში განხორციელდა სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში არსებულ ნავთობპროდუქტების შესანახ ბაზა „კრისტალზე“. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნავთობის საცავი საწვავით ამარაგებდა აეროდრომს „ენგელსი-2“, სადაც მტრის სტრატეგიული ავიაციაა ბაზირებული.
ნავთობის საწყობების აფეთქება სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემებს უქმნის რუსი ოკუპანტების სტრატეგიულ ავიაციას და არსებითად ამცირებს მათ შესაძლებლობებს, დარტმები განახორციელონ უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ობიექტებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, დავალება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა შეასრულეს თავდაცვის ძალების სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფორმაცია გაავრცელა „სამრეწველო ობიექტის“ დაზიანების შესახებ.
1736399127
საზოგადოებათავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 9 იანვა...
1736369535
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელ...
1736368717
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვ...
1736367928
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერი...
1736367775
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შე...