საფრანგეთში 10 თვის წინ გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს

საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნანტიდან საქართველოს მოქალაქე 10 თვის წინ გაუჩინარდა. მას შემდეგ მამაკაცს ოჯახი, მეგობრები და ადგილობრივი პოლიცია ეძებდა.

ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა 30 წლის მამაკაცის ბურუსით მოცული გაუჩინარების საქმე გახსნეს. სულ დაკავებულია 6 პირი, რომელთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ერთ-ერთმა დაკავებულმა პოლიციას გვამის ადგილმდებარეობაც მიუთითა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მას მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

19-დან 22 წლამდე ასაკის ექვსი ეჭვმიტანილიდან სამი ფრანგია, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთიც ქართველი. სავარაუდო დამნაშავეებმა პოლიციას უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები.

მოკლული მამაკაცი წარმოშობით ქვემო ქართლიდან, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ელბრუს გარაჯაევია. ინფორმაციას და საქმის დეტალებს გვიდასტურებენ მოკლულის ახლობლები.

წყარო: რუსთავი2

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1728053672

საზოგადოება

საპატრიარქო: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ დადებით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერ...

საპატრიარქო

1728049951

ახალი ამბები

ბაღდათში, სოფელ როხში ოჯახი დააყაჩაღეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როხში ყაჩაღობა მოხდა. არსებული ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული პირები სახლში შეიჭრნენ და თანხასა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ფიზიკური...

პოლიცია

1728049041

სპორტი

სანიოლი: რთული მატჩები გველოდება, მაგრამ მეტოქეებიც უკვე სხვანაირად გვიყურებენ

 საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრებისთვის ემზადება. ვილი სანიოლმა გუშინ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, დღეს კი, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „უკრაი...

ვილი სანიოლი

1728047184

საზოგადოება

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7354 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,2.7335 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ლარის კურსი

1728044373

სოციალური მედია

ნინო მუმლაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

28 მაისს მსახიობ ნინო მუმლაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ის ნანატრი შვილის, პატარა ბიჭის დედა გახდა. როგორც თავად ამბობს, ამ ბედნიერებას ენით ვერ გადმოსცემს და ის განცდა, როცა მან პირველად დაინა...

ნინო მუმლაძე