ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის შემოდგომა რთული იქნება

29 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ორი მთვარე იქნება. უფრო ზუსტად კი, მთვარესთან ერთად ასტეროიდიც გამოჩნდება, რომელსაც ასტროლოგები ასევე „მთვარეს“ უწოდებენ.

ამ პერიოდში კონფლიქტების რისკი იზრდება. შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, გაგვიჭირდეს ერთმანეთის გაგება, შეფერხდეს ჩვენი გეგმები და მომატებული შფოთვა და ემოციურობა ვიგრძნოთ. 

როგორც ასტროლოგები ამბობენ, განსაკუთრებულ გავლენას სასწორის, ვერძის, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ. ყურადღებით იყავით, რადგანაც შესაძლოა, ეს პერიოდი თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. ხშირმა კონფლიქტებმა და უხასიათობამ საყვარელ ადამიანებთან დაგაშოროთ და სამსახურშიც პრობლემები შეგექმნათ.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასწორებს წარსულში დატოვებული საკითხები კვლავ მთელი ძალით დაუბრუნდება და პირად ურთიერთობებზე განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება.

ამიტომ, ყურადღებით იყავით და ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად კარგად დაფიქრდით.

უკომპრომისობა და საკუთარი მიზნების ნებისმიერ ფასად მიღწევის სურვილი ვერძებს განსაკუთრებით დააზიანებთ. მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანების ინტერესებიც გაითვალისწინოთ და გაიაზროთ შედეგები, თუ რის ფასად გინდათ, კონკრეტული საქმეები მოაგვაროთ ან მიზნებს მიაღწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბევრი ადამიანიც დაკარგოთ და საქმიან ურთიერთობებშიც პრობლემები შეგექმნათ.

კირჩხიბებისათვისაც აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით ემოციური იქნება და შესაძლოა, ოჯახში, პირად ცხოვრებაში კონფლიქტურ სიტუაციებს თავი ვერ აარიდონ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და არსებულ წყენებსა და უთანხმოებებზე პირდაპირ ისაუბრეთ და არ გადადოთ.

თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს კონფლიქტური სიტუაცია ელოდებათ სამსახურს, სოციალურ ცხოვრებასა და სწავლაში. შესაძლოა, უფროსებთან, ან თანამშრომლებთან, მასწავლებლებთან ვერ შეთანხმდეთ, საკუთარი პოზიცია ხისტად დააფიქსიროთ და არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1727970680

საზოგადოება

„ვერ ვხდები ასეთი რამე რატო უნდა მოგინდეს...“ - რას წერს ზურა ხაჩიძე?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ზურა ხაჩიძე გარდაიცვალა. ამ ამბავს ეხმაურება თავად მომღერალი და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციაა ტყუილია. იგი ასევე მადლობას უხდის ყველას სიყვარულ...

- ზურა ხაჩიძე

1727966667

ახალი ამბები

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება. აღნიშნ...

17 მაისი

1727964581

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს

ცესკო ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესებს საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთია...

ცესკოცესკო

1727961957

მსოფლიო

ვარშავის აეროპორტში მგზავრის ჩემოდანი აფეთქდა

ვარშავის შოპენის აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრის ბარგი აფეთქდა. პოლონური რადიო RMF24-ის ინფორმაციით, ინციდენტი ბარგის დახარისხების სპეციალურ ოთახში მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა თქვეს, რომ...

ვარშავის აეროპორტი

1727961516

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7335 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7327 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ზოგადი