3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

მოვლენებით დატვირთული და საინტერესო დღე გელით. პრობლემებთან გამკლავებით სასარგებლო გამოცდილებას შეიძენთ და გაცილებით ძლიერი და ბრძენი გახდებით. გირჩევთ, საკუთარი იდეების შესახებ არავის უამბოთ. გულწრფელობას განსაკურებით იმ ადამიანებთან მოერიდეთ, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. მნიშვნელოვანი საქმის კეთების დროს უმჯობესია, საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და გარე დახმარებას არ დაელოდოთ. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა უმჯობესია, არ იჩქაროთ. ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.

კურო

ხელსაყრელი დროა, რომ დაწყებული საქმეები დაასრულოთ და ვალდებულებები შეასრულოთ. თანდაყოლილი გამჭრიახობის წყალობით ჩანაფიქრს ადვილად განახორციელებთ. მთავარია, რომ წვრილმან და უსარგებლო საქმეებზე დრო არ დაკარგოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები. დამშვიდდით და ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას, რომ თქვენი ქმედებები წარმართოს. უსაფუძვლო ოპტიმიზმმა და ქედმაღლობამ შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ. ნუ დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.

ტყუპები

თუ მოინდომებთ, შეიძლება თქვენი წარმატებული განვითარების გეგმა შეადგინოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ და თქვენი ენერგია პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისკენ მიმართოთ. ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს სამუშაოს შეცვლის შესაძლებლობა ექნება. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ იმას, ვინც ერთი ნახვით მოგხიბლავთ და თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

კირჩხიბი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ დაწყებულ საქმეებს სწრაფად და ადვილად აგვარებთ. მთავარია უსაქმოდ არ იჯდეთ - ისარგებლეთ ახალი, პერსპექტიული შესაძლებლობებით. ზოგი კირჩხიბ საოცნებო ნივთის შეძენას შეძლებს, ზოგი კი პირადი ურთიერთობები გაძლიერებას მოახერხებს. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ. ახალი პარტნიორების მოსაძებნად არახელსაყრელი დროა.

ლომი

სირთულეების მიუხედავად, საკუთარ მიზნებზე უარს ნუ იტყვით. კიდევ სცადეთ და სასურველს აუცილებლად მიაღწევთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ მოვლენების ჩვეულებრივი მიმდინარეობა შეცვალოთ. მაგალითად, ახალ საქმეზე გადაერთოთ. სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტები, მაგრამ საბოლოოდ, დაპირისპირებულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწევთ. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის თხოვნას - ეს თქვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს.

ქალწული

მშვიდი და ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. თუ ახალ სამსახურს ეძებთ, გირჩევთ ეს საქმე სამომავლოდ გადადოთ. ღიად და გულწრფელად იმოქმედეთ, რათა ავტორიტეტი არ დაიზიანოთ. თუ პარტნიორსა და თქვენს შორის ურთიერთობა მოსაწყენი ხდება, ეცადეთ სიახლე და რომანტიკა შეიტანოთ. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა არ იჩქაროთ და ყველაფერი კარგად დაგეგმეთ.

სასწორი

ეცადეთ, რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ და წარმატებული დღე გექნებათ. უსაფუძვლო ოპტიმიზმმა და ქედმაღლობამ შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ. ნუ გადაიღლებით. ამ დღეს შეგიძლიათ ტემპი ოდნავ შეანელოთ, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ და მოვლენებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მისცეთ. შესაძლოა თქვენი პირადი და სოციალური ცხოვრება გააქტიურდეს - ახალი ნაცნობობა და საინტერესო წინადადება გელით.

მორიელი

აქტიური დღეა. მოვლენები სწრაფად იცვლება, მაგრამ ყველა პოზიტიური და სასიამოვნო არ არის. თავგადასავლების ძიებამ შეიძლება დაუფიქრებელი საქციელისკენ გიბიძგოთ, რომელსაც დიდხანს ინანებთ, ყველაზე მეტად გაღიზიანებთ, რომ გარშემო მყოფები თქვენს საქმეებში ერევიან. შეეცადეთ, ასეთი ქმედებები ტაქტიანად, მაგრამ მტკიცედ შეაჩეროთ. კარგი დღეა ახალი უნარების სწავლისთვის.

მშვილდოსანი

ენერგიითა და მოტივაციით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ ნებისმიერ საქმეში სასურველ შედეგს მიაღწიოთ. ეცადეთ ურთიერთობებში უფრო დამთმობი და ყურადღებიანი იყოთ. გარშემომყოფები არ აკრიტიკოთ - პირიქით, მხარი დაუჭირეთ და წაახალისეთ. გეჩვენებათ, რომ საკუთარ პრობლემებთან მარტო რჩებით, თუმცა ასე არაა. ყველა სირთულე დროებითია და მალე გადალახავთ.

თხის რქა

გინდათ თუ არა, იძულებული ხართ, დიდი ხნის წინ დაწყებული და თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თვითშეფასება აიმაღლოთ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროთ. ხმამაღალი განცხადებებისა და დაპირებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გახსოვდეთ, რომ სიჯიუტე თქვენი მთავარი მტერია. პირად და ოჯახურ ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები წარმოიშვას. იყავით მომთმენი და ეცადეთ, საყვარელი ადამიანები არ დაკარგოთ.

მერწყული

დღეს მნიშვნელოვანი და მხიარული მოვლენა გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. სამსახურში ბევრი პროცესი თქვენი მონაწილეობის გარეშე წარიმართება, ამიტომ ტყუილად ნერვიულობთ. შეგიძლიათ აქტივობა ოდნავ შეანელოთ და პირად საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ცვლილებების დასაწყისი გახდეს. უარს ნუ იტყვით უჩვეულო შეთავაზებაზე, რომელსაც დღეს მიიღებთ.

თევზები

შეხვედრები და ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალსა და კარიერულ ზრდაზე გავლენას მოახდენს. ამიტომ გირჩევთ, მიპატიჟებას დათანხმდეთ და ღონისძიებაზე წახვიდეთ. ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება და სხვა საქმიანი ქაღალდები, რომელთა ხელმოწერასაც აპირებთ, რათა შეცდომა არ გამოგეპაროთ. ეცადეთ, სახლსა და სამსახურს შორის დრო ისე გაანაწილოთ, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727972806

ახალი ამბები

კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

კაცი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, კაცის ცხედარი ოჯახმა უკვე ამოიცნო. კაცი 25 სექტემბერს სოფელ ბეკამში სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. დამატებითი დეტა...

პოლიცია

1727970680

საზოგადოება

„ვერ ვხდები ასეთი რამე რატო უნდა მოგინდეს...“ - რას წერს ზურა ხაჩიძე?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ზურა ხაჩიძე გარდაიცვალა. ამ ამბავს ეხმაურება თავად მომღერალი და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციაა ტყუილია. იგი ასევე მადლობას უხდის ყველას სიყვარულ...

- ზურა ხაჩიძე

1727966667

ახალი ამბები

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება. აღნიშნ...

17 მაისი

1727964581

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს

ცესკო ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესებს საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთია...

ცესკოცესკო

1727961957

მსოფლიო

ვარშავის აეროპორტში მგზავრის ჩემოდანი აფეთქდა

ვარშავის შოპენის აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრის ბარგი აფეთქდა. პოლონური რადიო RMF24-ის ინფორმაციით, ინციდენტი ბარგის დახარისხების სპეციალურ ოთახში მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა თქვეს, რომ...

ვარშავის აეროპორტი