„ტერორისტული დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტია“ სირიის დატოვების ულტიმატუმს თუ არ შეასრულებს, აუცილებელი პასუხი იქნება სამხედრო ოპერაცია“ - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
„ტერორისტული დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტია“ სირიის დატოვების ულტიმატუმს თუ არ შეასრულებს, აუცილებელი პასუხი იქნება სამხედრო ოპერაცია“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო ტერორისტ მებრძოლებად მიჩნეულმა პირებმა, რომლებიც სირიაში თურქეთიდან, ირანიდან და ერაყიდან ჩადიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. ფიდანის განცხადებით, სირიის ახალი ადმინისტრაცია სათანადოდ უნდა შეფასდეს, რადგან მას ომის არ ეშინია.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ტერორისტული ჯგუფის წევრები სირიას დატოვებენ, სხვა ჯგუფებმა უნდა დაყარონ იარაღი და შეუერთდნენ ახალ სისტემას.
„სანაცვლოდ, სირიელ ქურთებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“, უნდა შეეძლოთ, ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისე, რომ მათ სიცოცხლესა და ქონებას ზიანი არ მიადგეს. სირიის ახალი ადმინისტრაცია ამის გარანტიას იძლევა, რადგან ეს ჩვენი ერთ-ერთი პირობაა“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა.
1736399592
მსოფლიოკაპიტოლიუმის შენობაში დააკავეს კაცი, რომელსაც რამდენიმე დანა ჰქონდა
პოლიციამ აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში დააკავა მამაკაცი, რომელსაც მაჩეტე და სამი დანა ჰქონდა, – ამის შესახებ “ბიბისი” წერს. კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული მამაკაცი შენობაში შესვლას ცდი...
1736399479
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში ითამაშებს
მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციოს ფინალები მიმდინარეობს. ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ორ სეტში დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკო პესარო (105-ე ნომერი) – 6:3, 6:3....
1736399127
საზოგადოებათავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 9 იანვა...
1736369535
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელ...
1736368717
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვ...