ტრამპი და ზელენსკი რომში მოლაპარაკებებს გამართავენ - La Repubblica

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომში უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება La Repubblica.
თეთრი სახლის გრაფიკის მიხედვით, დონალდ ტრამპი რომში მხოლოდ 14 საათითა და 40 წუთით იქნება: ფიუმიჩინოს აეროპორტში ჩასვლა 22:50 საათზე, დაბრუნების რეისი მეორე დღეს, 13:30 საათზე.
ვიზიტის დროს ტრამპი აპირებს: ღამე გაატაროს ვილა ტავერნაში მეუღლე მელანიასთან ერთად, დაესწოს პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, შეხვდეს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და მოლაპარაკებები გამართოს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან.
ზელენსკის დასწრება პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დიდი ხნის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა. თავდაპირველად, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ვიზიტი გააუქმოს, „მნიშვნელოვანი სამხედრო შეხვედრების“ გამო, თუმცა საბოლოოდ რომში ჩასვლა გადაწყვიტა.
Air Force One-ის ბორტზე ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა:
„ვფიქრობ, ზელენსკისთან შეხვედრა შესაძლებელია“.
მოლაპარაკებები რომის დროით დილის 08:00 საათზე იყო დაგეგმილი, სანამ ტრამპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დილის 09:30 საათზე დაგეგმილ ცერემონიაზე გაემგზავრებოდა. თუ გამოცემის ინფორმაცია სწორი იყო, მაშინ მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უკვე მიმდინარეობს.
ტრამპი იტალიაში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ვილა ტავერნაში გაჩერდა. ზელენსკიმ კი ღამე ახლომდებარე სასტუმრო „პარკო დეი პრინციპიში“ გაათია, რაც მოლაპარაკებების ლოგისტიკას უწყობს ხელს.
დატვირთული გრაფიკისა და შესაძლო ცვლილებების მიუხედავად, ორივე მხარე დაინტერესებულია შეხვედრის ჩატარებით, რაც, მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, გადამწყვეტია.
1745678002
ახალი ამბებიდავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ: ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაჭარავამ განმარტა, რომ რაგბის კავშირის პრიორიტეტი ბავშვთა რაგბი იქნება, რათა მეტი წარმატებ...
1745676335
ახალი ამბებინინო წილოსანი: იმედს ვიტოვებ, რომ ჯო უილსონი რაღაც მომენტში მაინც უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ან მინიმუმ იმას აღმოაჩენს, რომ ინფორმაციის მიმწოდებლები ტყუილის გამავრცელებლები არიან
„დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით - ამ შემთხვევაში, საუბარი იყო ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ასე შემდეგ, თითქოსდა, შეიცვალა სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკ...
1745674983
ახალი ამბებისაქართველოს რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს
ვეტერანი ბორჯღალოსანი, დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა(57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემა...
1745670589
ახალი ამბები„ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული“ - ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან მის შეხვედრას აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურ...
1745669130
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის , - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. „ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან...