ტრამპი თანამდებობის დაკავებისთანავე გამოაცხადებს, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს, მამრობითს და მდედრობითს - „როიტერი“
დონალდ ტრამპი თანამდებობის დაკავებისთანავე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიური პროგრამების გაუქმების შესახებ და გამოაცხადებს, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს, მამრობითს და მდედრობითს, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა.
ამასთან, როგორც აღმასრულებელი ბრძანებების ნაწილი, ფედერალური სახსრები არ იქნება გამოყენებული „გენდერული იდეოლოგიის“ პოპულარიზაციისთვის.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის დაფინანსება ასევე არ იქნება გამოყენებული ცვლილების გამომწვევ სამედიცინო პროცედურებზე. ჯერ არ არის ნათელი, რას ნიშნავს აღმასრულებელი ბრძანებები აშშ-ის სამხედროებისთვის. პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა გამოაცხადა, რომ აკრძალავდა ტრანსგენდერი ჯარისკაცების ჯარში მსახურს და მისმა ადმინისტრაციამ გაყინა ტრანსგენდერი პერსონალის დაქირავება. ბაიდენმა გააუქმა ეს გადაწყვეტილება, როდესაც 2021 წელს დაიკავა თანამდებობა.
1737391321
ახალი ამბებიეროვნული ბანკი იანვრის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ და „საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ გამოქვეყნებას. როგორც სებ-ში აღნიშნავენ...
1737391155
ახალი ამბებიბაიდენმა და ტრამპმა თეთრი სახლი დატოვეს - ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი დატოვეს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, პრეზიდენტები კაპიტოლიუმის შენობისკენ გაემართნენ, სადაც დონალდ ტრამპი საპრეზიდე...
1737381021
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს...
1737380481
საზოგადოებაფინეთის პარლამენტის სპიკერი - ვშიშობ, ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ
ვშიშობ, ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ – ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის სპიკერმა, იუსი ჰალა-აჰომ განაცხადა. ფინეთის პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ფაქტების იგნორირება უფრო მეტ პრობლემას გააჩენ...
1737380354
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8452 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8412 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...