რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები მოქმედებს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილებაზე მოხსნილია. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, აღნიშნული გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1737369261

ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯო უილსონის მეუღლეს, 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი – WIS

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი“, – ამის შესახებ სტატია გასულ წელს გამოცემა WIS-მა გამოაქვეყნა. სტატიაში ვკითხულობთ,...

ჯო უილსონი

1737368312

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი: 2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვი...

პოლიტიკოსები

1737365606

ახალი ამბები

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნ...

სასათბურე მეურნეობა

1737364498

ახალი ამბები

სოფელ ჯიხაიში 2 ქვეითს ავტომობილი დაეჯახა - ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც  შინაგან საქმეთა სამინის...

პოლიცია

1737362419

ახალი ამბები

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის მე-13 ეტაპის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღები...

საძოვრების იჯარით გაცემა