ტრამპი უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას გეგმავს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბურ რეიდს დაიწყებს. ოპერაცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
რეიდის ჩასატარებლად საიმიგრაციო სამსახურის 100-დან 200 თანამშრომლამდე ჩართვა იგეგმება. ძირითადი სამიზნე კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტები გახდებიან. პირველ ეტაპზე მსგავსი ღონისძების ჩატარება ჩიკაგოში იგეგმება.
რეიდის სამიზნედ ჩიკაგო სხვადასხვა მიზეზის გამოა არჩეული. ამ ქალაქში მიგრანტების მიმართ შედარებით ლოიალური წესები არსებობს. ასევე ტრამპს ქალაქის მერთან, „დემოკრატების“ წარმომადგენელთან ბრენდონ ჯონსონთან ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოუვიდა.
გამოცემა წერს, რომ ანალოგიური რეიდების ჩატარება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერში და მაიამიში იგეგმება,
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ პროგრამას დაიწყებს, რომლის შედეგად აშშ-დან 15-20 მლნ მიგრანტის გაძევება მოხდება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას პრეზიდენტობის პირველივე დღიდან დაიწყებს.
1737217655
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა - რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი - დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა - რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. - ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნე...
1737214365
ახალი ამბებითემურ ჭყონია: ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა
ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ...
1737209540
მსოფლიოტრამპი საკუთარი კრიპტოვალუტის ამოქმედებას გეგმავს
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის საკუთარი კრიპტოვალუტის, $TRUMP-ის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. ტრამპის განცხადებით, პირველ დღეს 200 მლნ. მონეტ...
1737208699
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა
რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს...
1737207564
საზოგადოებაალექსანდრე რაქვიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ადრე როგორც არაფერი გამოსულა მისი ინიციატივებით, არც ახლა გამოვა
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველა, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი...